LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინციდენტი ამერიკულ და რუსულ საჰაერო ხომალდებს შორის: რა მოხდა შავი ზღვის თავზე?

137

მორიგი ინციდენტი ამერიკულ და რუსულ საჰაერო ხომალდებს შორის შავი ზღვის თავზე მოხდა.

რუსული ავიაგამანადგურებელი Су-30 ამერიკულ თვითმფრინავს Poseidon-ს საშიშ მანძილზე მიუახლოვდა და 6 მეტრის სიახლოვეს ჩაუფრინა. ინციდენტი 9 მაისს საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოხდა.

ამერიკული მხარის ინფორმაციით, ხომალდსაწინააღმდეგო თვითმფრინავი პოსეიდონი შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე საპატრულო მისიას ასრულებდა, რა დროსაც მას Су-30 მიუახლოვდა.

მომხდარს რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ამერიკული თვითმფრინავი რუსეთის საზღვარს მიუახლოვდა.

„9 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, რუსეთის საჰაერო სივრცის კონტროლის ძალებმა, შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე, საჰაერო სამიზნე აღმოაჩინეს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო საზღვარს უახლოვდებოდა. თავდაცვის მორიგე გამანადგურებელ Су-30-ს პილოტები უსაფრთხო მანძილზე მიუახლოვდნენ საჰაერო ობიექტს, რომელიც ამერიკული მზვერავი საჰაერო ხომალდი P8A Poseidon აღმოჩნდა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

„რუსმა მფრინავებმა მისასალმებელი მანევრი შეასრულეს, რის შემდეგაც ამერიკულმა საჰაერო ხომალდმა მარშრუტი შეცვალა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები