LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმუნიტეტის ჯადოსნური ბურთულები“  – თორნიკე ალაშვილი ხშირად მოავადე ბავშვებზე

tornikealashvili

გადაცემის ლაივი LIVE

რა პრინციპით მუშაობს ჰომეოპათიური მედიკამენტები და როგორ აუმჯობესებს ის ბავშვის იმუნიტეტს?

ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს არც ვირუსის და არც გრიპის. ყველაფერი  საკმაოდ ეფექტურად ექვემდებარება ჰომეოპათიურ მკურნალობას. ჰომეოპათიას ათობით თუ ასობით წელია გრიპის მკურნალობის გამოცდილება აქვს და ჩვენ არასოდეს არ გვქონია პრობლემა და გართულებები. ჰომეოპათიის ძირითადი მექანიზმი არა იმუნიტეტის სტიმულირება,  არამედ კორექციაა. იმუნო-სტიმულატორების ჯგუფი ფარმაკოლოგიური პრეპარატები ძირითადად არ არის ეფექტური გრიპის დროს და  ხშირად უამრავი გართულებები აქვს. იმუნო კორექცია, იმუნო პროგრამირება, რაც ჰომეოპათიაში გამოცდილია, პრაქტიკულ შედეგებს იძლევა და იცავს ჩვენ ბავშვებსაც. ასევე იცავს მოზრდილებსაც  და მოხუცებსაც გართულებების მქონე ვირუსებისა და რესპირატორული დაავადებებისგან, მათ შორის ხველით თუ სიცხით გართულებულისგან.

შეიძლება თუ არა ამ პრეპარატების მიღება სხვა იმუნიტეტის ასამაღლებელ პრეპარატებთან ერთად და ანტივირუსულ პრეპარატებთან ერთად?

როდესაც პაციენტი პროფესიონალ ექიმ ჰომეოპატთან მკურნალობს, ჩვენ უმრავლეს შემთხვევაში ვცდილობთ, სხვა მედიკამენტი არ გამოვიყენოთ. ცხადია თუ ამის აუცილებლობა არ იქნა, მაგრამ რთულ შემთხვევებში, როდესაც მხოლოდ ჰომეოპათია ვერ ერევა მწვავე პროცესებს, პედიატრები ან თავად ჩვენ ვნიშნავთ ანტიბიოტიკებსაც და ანტივირუსულ პრეპარატებსაც. მათი გამოყენება შეიძლება და პირიქით, უფრო ეფექტურია ხოლმე კომოლექსური მკურნალობა. ჰომეოპათიური პრეპარატები ეხმარება ფარმაკოლოგიურ მედიკამენტებს, მოკლე ვადებში კარგი შედეგების დადებაში.

 

მშობლები D ვიტამინის, კალციუმის და ომეგა 3-ის ანუ თევზის ქონის შემცველ პრეპარატებს ხშირად ექიმის დანიშნულების გარეშე აძლევენ ბავშვებს.  არის თუ არა ჰომეოპათიაში ისეთი პრეპარატები, რომელიც ამ ფარმაკოლოგიურ მედიკამენტებს  ჩაანაცვლებს?

კალციუმის უკმარისობის დროს, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში თუ მოხუცებში გამოცდილი გვაქვს  კალციუმის შემცვლელი ჰომეოპათიური 6-7 პრეპარატი. ისინი რომელიც ინდივიდუალურად ინიშნება, ადამიანის კონსტიტუციის,  აღნაგობის, ასაკის გათვალისწინებით და ბევრად ეფექტურია, ვიდრე ფარმაკოლოგიური კალციუმი. ფარმაკოლოგიური კალციუმის მიღებას ყოველთვის დადებითი შედეგი არ მოყვება. მით უმეტეს, ექიმის გარეშე მათმა გამოყენებისამ შესაძლოა, კუჭნაწლავის გაღიზიანება გამოიწვიოს ან კალციუმის შეთვისების ბლოკირება მოხდეს ორგანიზმში. ასევე შესაძლებელია პირიქით, ჰიპერკალცემია განვითარდეს და ორგანზმმა ტოქსიური დოზაც მიიღოს.

რაც შეეხება D ვიტამინს, თუ ის ბუნებრივი ფორმით მიიღება, კი ბატონო, მაგრამ დღეისათვის ფარმაკოლოგიურ ბაზარზე ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ  წამლის რაღაც ნაწილი მაინც არ არის ქიმიურად მიღებული D ვიტამინი. მეცნიერული კვლევებითაც დამტკიცებულია, რომ ქიმიურად მიღებული D ვიტამინი ათობით ასათსჯერ ნაკლებად  აქტიურია, ვიდრე ბუნებრივი. ბუნებრივი D ვიტამინი გამომუშავდება მაშინ, როცა  ბავშვი მზეზეა. არაა აუცილებელი პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედება, ჩრდილში, გარეთ ყოფნაც საკმარისია. ასევე  D ვიტამინი გამომუშავდება, როდესაც  ბავშვი ზღვის პროდუქტებს იღებს. რაც შეეხება  ომეგა 3-ს, ის ზღვის თევზის ცხიმია. თევზს კი უნდა იღებდეს ბავშვი და მნიშვნელოვანია,  ოკეანურია ის თუ მდინარის.  შეიძლება თევზი გაყინულიც იყოს, მაგრამ უნდა იყოს ზღვის, ოკეანის და არა ტბის.  ხარისხიანი ომეგა 3 ვიტამინის D-ს მოწესრიგებას უწყობს ხელს, რადგან იგივე თევზის ქონია. პედიატრები ათობით წლის წინ  უფრო აქტიურად იყენებდნენ თევზის ქონს და ბავშვების იმუნიტეტიც უფრო ჯანსაღი იყო, მათ შორის კალციუმის ცვლაც.

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი მოქმდებს თუ არა ჰომეოპათიური მედიკამენტი, რამდენ ხანში უნდა დავინახოთ  შედეგი?

ეს უნდა შეაფასოს სპეციალისტმა, მაგრამ მშობელიც ნათლად ხედავს, როცა ბავშვი იშვიათად ავადობს, მწვავე პროცესები გაიშვიათდება. ბავშვს ავადობა გადააქვს მოკლე ვადებში, გართულებების და ქიმიური მედიკამნეტების გარეშე. აქვე მნიშვნელოვანია ქრონიკულ პროცესს მკურნალობ თუ მწვავეს. მწვავე პროცესის მკურნალობას დროს ჰომეოპათიას შედეგი რამდენიმე სათში ან 1-2 დღეში უნდა ჰქონდეს. თუ შედეგი მოკლე ვადებში არ დგება, მაშინ დამატებით სხვა მკურნალობაც შესაძლებელია ჩაერთოს. ქრონიკული პროცესის დროს ორ კვირაში, ერთ თვეში ან თვენახევარში უნდა იყოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. მდგომარეობის გაუმჯობესების ვადები დამოკიდებული იმაზეც, რამდენი ხანია დაავადება დაწყებულია. ჰომეოპათები კომლექსურად ვუდგებით პაციენტს. მხოლოდ ის სიმპტომები კი არ უნდა მოგვარდეს, რაც დაავადებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ ფსიქო-ემოციური სფეროც, ზოგადი ნიშნები, ოფლიანობა იქნება ეს თუ ფეხების სიცივე და ა.შ. იმუნიტეტი არ არის ცალკე იზორილებული სისტემა ორგანიზმში. ჰომეოპათია თვლის, რომ იმუნიტეტი ექვემდებარება ენდოკრინულ-იმუნურ სისტემას და ფსიქო-ემოციურ სფეროს. ორგანიზმში არის ფსიქო-ნეირო-ენდოკრინულ-იმუნური ღერძი რეგულაციის და ამ ღერძს მთლიანად უნდა გასწორება. არ შეიძლება მხოლოდ იმუნო -სტიმულატორების გამოყენება ისე, რომ პრობლემები არსებობდეს ინტეგრალურ დონეზე.

დღეს ყველაზე მეტად გავრცელებულია გრიპის ვირუსი, რომელიც საშიშია თავისი შესაძლო გართულებებით, მოქმედებს თუ არა ჰომეოპათია ამ ტიპის ვირუსზე?

ჩვენს კლინიკაში გვაქვს შემუშავებული ანტიგრიპინი, რომელსაც ფართოდ იცნობს ის საზოგადოება, ვინც ჩვენი კლინიკის პაციენტია და ყველა აღიარებს, რომ უმრავლესობა შემთხვევაში ეს არის სასწაული, მოკლე ვადებში პირველივე სიმპტომების შემდეგ ახდენს კუპირებას და მეორე დღეს შეიძლება ბავშვი თუ მოზრდილი ჯანმრთელ იყოს. ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა, სიმპტომების გათვალისწინებით ვნიშნავთ პრეპარატს. მაგალითად ურთულესი ფრინველის გრიპის ეპიდემიის დროს, ჰომეოპათიას გასაოცარი შედეგები ჰქონდა. უმრავლეს შემთხვევაში გელზემიუმი,  უმცირესი ჰომეოპათიური დოზით, რომელიც ყვითელი ჟასმინისგან მზადდება,  ხსნიდა ძლიერ სისუსტეს და აძლიერებდა ორგანიზმს. ამის შემდეგ ყველა გართულება მცირდებოდა ან აღარ ვითარდებოდა და მოკლე ვადებში პაციენტი ჯანმრთელდებოდა.  შეიძლება პაციენტს ფოსფორი ან რაიმე სხვა ჰომეოპათოური პრეპარატი დასჭირდეს, მინერალის ან ცხოველური ჯგუფიდან, მაგრამ უფრო ხშირად მცენარეული პრეპარატებია გრიპის დროს გამოცდილი. ჩვენი ანტიგრიპინები მარტო ხველას და სურდოს წინააღმდეგ კი არაა მიმართული, არამედ სიცხის და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებია ჩართული.

ვირუსული ინფექცია და მისი ყველაზე მწვავე სიმპტომები, ესაა ხველა, რინიტი და მაღალი ტემპერატურა. შეუძლია თუ არა ჰომეოპათიურ პრეპარატებს მათი დამარცხება?

ჩვენი პაციენტები გვეუბნებიან, რომ როდესაც გაციების ნიშნებს დაინახავენ, იწყებენ ანტიგრიპინის მიღებას და პრაქტიკულად აღარ მწვავდება მდგომარეობა. იმ დღესვე ხდება პრობლემის გადალახვა. რთულია მკურნალობა, როდესაც ძლიერი ხველა, სურდო იწყება, მაგრამ სხვა საშუალებელთან შედარებით, ამასაც ვუმკლავდებით.

ჩვენ ვხვდებთ ჰომეოპათიურ მედიკამენტებს აფთიაქებში, რომელიც არის სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოებული. როგორ განასხვავოს მშობელმა, რას უნდა ენდოს და რას აქვს ეფექტი?

პაციენტს შეუძლია მიმართოს გამოცდილ ჰომეოპათიურ კლინიკებს და ექიმებს და მათი კონსულტაციით ჩაიტაროს მკურნალობა. როდესაც ნებისმიერი სპეციალობის ექიმი ნიშნავს ჰომეოპათიურ პრეპარატს, მან უნდა ისარგებლოს იმ ინსტრუქციით, რასაც ესა თუ ის ფირმა წარმოუდგენს. იმუნიტეტისთვის აქტიური მომაძლიერებელი საშუალებები ნაკლებადაა სააფთიაქო ქსელში, თანდათან შემოდის, მაგრამ ჩვენი ანალიზით უმრავლესობა მათგანი არის უბრალოდ სურდოს ან მსუბუქი სიმპტომებისთვის. ისინი არ არის გათვლილი სიცხეზე,  ფილტვების ანთებაზე, უფრო სერიოზული გართულებებისგან არ იცავს. სააფთიაქო ქსელში ჯერ ჯერობით უფრო სუსტი პრეპარატებია ხელმისაწვდომი. ჩვენ ახალი გახსნილი გვაქვს ფარმაცევტული კომპანია და ვგეგმავთ გამოვუშვათ ისეთი პრეპარატები, რომლებიც მწვავე ხველის და  რესპირატორული დაავადებების დროს იქნება მისაღები.  ცალკე იქნება შემოთავაზებული ზოგადად იმუნიტეტისთვის განკუთვნილი, ხშირად მოავადე ბავშვების თუ სხვა მძიმე პათოლოგიების დროს მისაღები იმუნომამოდულირებელი თვისებების შემცველი პრეპარატები.

გრიპის ვირუსის მწვავე გართულებაა პნევმონია და ოტიტი. აქვს თუ არა ჰომეოპათიას მათი მკურნალობის რესურსი თუ კომპლექსურ მკურნალობას არჩევთ?

თუ მოკლე ვადებში ჰომეოპათი აღწევს შედეგს ანტიბიოტიკის გარეშე, კომპლექსური მკურნალობა არ ხდება საჭირო და ჩვენ გვქონია ასეთი შემთხვევები. პლევრიტი, პნევმონია, ბრონქო პნევმონია შესაძლებელია ჰომეოპათიით სწრაფად განიკურნოს. თუ მოკლე ვადებში შედეგი არ არის, მაშინ ანტიბიოტიკი უნდა გამოვიყენოთ.

როგორ შეიძლება ის პატარა “ჯადოსნური ბურთულები” და სითხე, რომელსაც თქვენ ამზადებთ მოერიოს ძალიან სერიოზულ დაავადებას თუ სიმპტომს, როდესაც ძალიან ძლიერმოქმედი პრეპარატები ვერ ერევა? 

ანტიბიოტიკი ვირუსზე საერთოდ არ მოქმედებს, ანტივირუსული პრეპარატების გამოცდილი შედეგები ფარმაკოლოგიაში დადებული არ არის. ჰომეოპატია თვითგანკურნების პროცესების სტიმულირებას ახდენს, ეს იმუნო–ბიოლოგიური პროგრამირების მეთოდია.

ჰომეოპათია თვითგანკურნების პროცესს მართავს და მართავს არა მხოლოდ იმუნიტეტს, არამედ ფსიქო-ნეირო-ენდოკრინულ-იმუნური რეგულაციის რგოლს ორგანიზმში.  ეფეტურია იმის მიუხედავად, დაავადების გამომწვევი მიზეზი ვირუსია, ბაქტერია თუ სხვა ფაქტორი. ინდივიდუალური მიდგომით ცენტრალური რეგულაციის მექანიზმებს ვმართავთ, ეს არის პრაქტიკული გამოცდილება. ზოგი ამას ეჭვის ქვეშ აყენებს, ექიმები იმდენად არა როგორც ბიოლოგები, ფარმაცევტები, გამოდიან და იძახიან რომ ჰომეოპათი საღ აზრს ეწინააღლდეგება. არავითარ საღ აზრს არ ეწინააღმდეგება. ჰომეოპათია არის მსგავსის მსგავსით მკურნალობა.  დანარჩენი მედიცინა მუშაობს საწინააღმდეგოს პრინციპით. დაპირისპირებულ მიდგომას ჰომეოპათიამ დაუპირისპირა ის, რომ მსგავსი მსგავსით ძალიან მცირე დოზის ინკურნება, ეფექტური და ბევრად უვნებელია მცირე დოზით მკურნალობა. მათ შორის ბავშვებშიც და მოხუცებშიც, როდესაც ორგანიზმი და იმუნიტეტი საკმაოდ დასუსტებულია.

რა პერიოდშია ყველაზე ეფექტური იმუნიტეტის ასამაღლებელი ჰომეოპათიური მედიკამენტების მიღება და ექნება თუ არა მათ ეფექტი მწვავე ვირუსების პერიოდში

უმრავლეს შემთხვევებში ჩვენთან მწვავე პროცესებით მოდიან  და ჩვენ მაინც ვახერხებთ მოკლე ვადებში პრობლემის მოგვარებას. პროფილაქტიკურად, წინასწარ,  ნათელ პერიოდში მკურნალობის დაწყება კიდევ უფრო უკეთესია, რაგდან თავიდან ვიცილებთ სერიოზულ გართულებებს.  მათ მორევას შემდეგ გარკვეული დრო მაინც სჭირდება. ორი დღის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაცერთ-ერთი ქვეყნის წამყვანი ჰომეოპათის სატელევიზიო ინტერვიუ მოვისმინე  და მან თქვა, რომ ჰომეოპათები უშვებენ შეცდომებს, როდესაც მწვავე პროცესებს კიდებენ ხელსო. ის ამობდა, რომ ჰომეოპეთების ასპარეზი ქრონიკული დაავადებებია და მე ამაში ვერ დავეთანხმები. იმიტომ, რომ თუ დროზე არ იმოქმედე, თუ მწვავე პროცესის დროს არ ჩატარდა სწორი მკურნალობა, სწორედ არასწორ მკურნალობას გადაყავს ის ქრონიკულში. მწვავე პროცესში სწორი ჰომეოფათიური მკურნალობა  უნდა წარიმართოს, რათა თავიდან ავიცილოთ ქრონიზაცია. მორეციდივე ან ქრონიკული დაავადების დროს, როდესაც რემისიაა და წყნარი სიტუაციაა, ასეთ დროსაც შესაძლებელია პროფილაქტიკა ჩატარდეს, რათა შემდგომში გართულებები ავიცილოთ თავიდან.

არის თუ არა რაიმე სახის საკვები პროდუქტი, რომელიც ბავშვს ამ მედიკამენტების მიღებისას უნდა ავუკრძალოთ?

კოფეინი მოქმედებს როგორც ანტიდოტი, მაგრამ გარკვეულ პრეპარატებზე. იგივე გვირილა, პიტნა, ფიტოთერაპიული ჩაი, მძაფრსუნიანი ინგალაციები, ევკალიპტი, ვალერიანი,  ეს ყველაფერი ჰომეოპათიას ხელს უშლის. მენთოლი, ან მსგავსი ეთერზეთების შემეცველი მცენარები, საკვები პროდუქტები, იგივე პიტნის კანფეტები ან საღეჭი რეზინები, არ შეიძლება.

როგორ მზადდება ჰომეოპათიური პრეპარატები და აქვს თუ არა რაიმე, თუნდაც  მინიმალისტური უკუჩვენება მათ?

ჰომეოპათიას სხვა მკურნალობის მეთოდებთან შედარებით აქვს ყველაზე ნაკლები უკუჩვენება. არის რიგი ჰომეოპათიური პრეპარატები, რომლებთანაც სიფრთხილეა საჭირო.  მათმა ზედმეტმა მიღებამ შეიძლება ალერგია და გამონაყარი გაამწვავოს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ლეიკოზების  ან მწვავე ბლასტური უკმარისობის დროს, ჰომეოპათიურ პრეპარატს, რომელსაც ძლიერი იმუნომამოდულირებელი და მასტიმულირებელი თვისება აქვს, გართულება მოუცია. მაინც საჭიროა სიფრთხილე, ბევრი ჰომეოპათიური წამლის ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ ძალიან მძიმე ონკოლოგიური ან ქრონიკული დაავადება არ არის. მცირე დოზით ჰომეოპათია ასტიმულირებს იმუნიტეტს. თუ ბავშვს ბევრ წამალს ერთდროუალდ მივცემთ,  ხშირად უკვე მცირე დოზა აღარ მუშაობს და შესაძლოა ამან იმუტეტის გაძლიერების ნაცვლად, იმუნიტეტის დასუსტება გამოიწვიოს. ეს სამწუხაროდ ხშირად ხდება აცრების დროს, როდესაც  აცრა პოლი ვაქცინებით ტარდება. ხშირად იმუნიტეტის გაძლიერების ნაცვლად ვიღებთ საპირისპირო პასუხს, ხდება იმუნიტეტის შოკირება და ამ ნიადაგზე  ბევრი დაავადება წარმოიშვება. ჰომეოპათიას სჭირდება პროფესიონალი სპეციალისტის მიდგომა, თუნდაც იმ პრეპარატების შემთხვევაში, რომელიც აფთიაქებში იყიდება. ჩვენ არ ვეთანხმებით ზოგიერთ კომპომეტებს, რომელიც არის სხვადასხვა უცხოური ფირმის პრეპარატის შემადგენლობაში.  როდესაც ჩვენ გამოვუშვებთ ქართულ პრეპარატებს, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ყველანაირ გართულებას მეტი ეფექტურობისთვის.

დაიკლო თუ არა ბავშვებში ავადობამ ჰომეოპათიური მკურნალობის შემდეგ?

რა თქმა უნდა. 99 პროცენტში ჩვენ პირველი შედეგი სწორედ ის გვაქვს, რომ ხშირი ავადობა კლებულობს, გართულებები არ მოყვება და გამწვავებებიდან პაციენტი უფრო მალე გამოდის. ჩვენ ქალბატონებს ფეხმძიმობის დროსაც ვაძლევთ წამლებთ, ასევე ვმკურნალობთ ახალშობილებსაც.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები