LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმპორტირებული ელექტროენერგიის საკონტრაქტო ფასი საჯარო იქნება

39
შუქი

ძალიან მალე, გარკვეულწილად პრობლემურად მიჩნეული ეს ნაწილიც, ანუ იმპორტირებული ელექტროენერგიის საკონტრაქტო ფასი საჯარო იქნება. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ახალი წესები დადგინდება მარეგულირებელი კომისიის მიერ, – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, გრძელდება რეფორმირების პროცესი, რაც მარეგულირებელი ნორმების ევროპულ კანონმდებლობასთან სინქრონიზაციას გულისხმობს.

„მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ მივიღებთ დამატებით რამდენიმე წესს და რეგულაციას, რაც საბოლოოდ დაარეგულირებს გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს“, – აღნიშნა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ზოგადად, კომისიის მხრიდან კიდევ უფრო გაძლიერდება მიმართულება, რაც მონიტორინგს გულისხმობს, საიმისოდ, რომ ბაზრის არცერთ სეგმენტში არ მოხდეს ფასების ხელოვნური დამახინჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები