LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმპორტი ნებისმიერი ქვეყნიდან, გარანტირებული ტრანსპორტირება, დაზღვევა და მომსახურების მაღალი სერვისი – „ავტო იმპორტ ჯორჯია”

1152
Page1

„ავტო იმპორტ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ავტოიმპორტიორი კომპანიაა. კომპანია მომსახურებას უწევს როგორც კერძოპირებსა და კომპანიებს, ასევე მსხვილს დილერებსაც. რადიო „ფორტუნა“ ესაუბრა კომპანიის დირექტორს გურამ როსტიაშვილს – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე უნივერსტეტის ლექტორი, ექსპერტ-კრიმინალისტი, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციის წევრი და სამი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

როდის დაარსდა კომპანია?  რას გთავაზობთ ? რომელ ქალაქებში გაქვთ ამჟამად ფილიალები გახსნილი?

„ავტოიმპორტ ჯორჯია“ დაარსდა 2017 წელს. თავადაპირველად 1 ფილიალითა და მცირე პერსონალით შემოიფარგლებოდა, ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კომპანია საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება. ამჟამად უკვე შესაძლებელია ჩვენი ფილიალებით ისარგებლოთ თბილისში, გორში,  ფოთსა და ბათუმში. კომპანიის განვითარებასთან ერთად, გაიზარდა პერსონალთა რაოდენობა და რა თქმა უნდა განვითარდა და დაიხვეწა ჩვენი მომსახურების ხარისხი. დღეს უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ გაუმჯობესებული მომსახურებით.

– რომელ ქვეყნებთან თანამშრომლობთ? საიდან ჩამოგყავთ ავტომობილები?

ჩვენი კომპანიის დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთი უმსხვილესი კორეული კომპანიის  „ავტოვინი“-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. კორეის ბაზარი ითვლება ერთ-ერთ კონკურენტუნარიან ბაზრად მსოფლიოში, რადგანაც კორეის ბაზარი გვთავაზობს მანქანებზე უალტერნატივოდ დაბალ ფასებს. ასევე იაფი ჯდება ტრანსპორტირება, რაც საერთო ჯამში ხელსუწყობს ავტომობილის შეძენის ხელმისაწვდომობას. ამასთან, კორეის ბაზარი გამორჩეულია იმითაც რომ მასიურად ვხვდებით   თხევად (LPG) გაზზე და დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილებს, რაც კიდევ უფრო ეკონომიურს ხდის მანქანის შენახვას. თუ შევადარებთ კორეისა და სხვა ქვეყნის ავტობაზრების საშუალო მაჩვენებლებს მინდა თამამდ განვაცხადო, რომ საერთო ჯამში კორეული ავტომობილების შეძენა დაახლოებით 30-40%-ით იაფი ჯდება. როგორც უკვე მოგახსენეთ, „ავტო იმპორტ ჯორჯიას“ ძირითადი პროფილია კორეის ბაზარი, თუმცა ჩვენი მომხმარებლისთვის ასევე ხელმისაწვდომია შეიძინოს მანქანები სხვადასხვა ქვეყნებიდან. სწორედ ეს გამოარჩვეს ჩვენ კომპანიას სხვა კომპანიებისაგან.

– როგორ მოიპოვეთ მომხმარებლის ის დიდი ნდობა, რითიც დღეს სარგებლობთ?

მიუხედავდ იმისა, რომ „ავტო იმპორტ ჯორჯია“ არ არის დიდი ასაკის, პირადად მე მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება ავტოიმპორტის სფეროში, ასევე მაქვს სხვადასხვა საპასუხსმგებლო თანამდებობებზე მუშობის გამოცდილება, რამაც განაპირობა კომპანიის წარმატების გზაზე სვლა.  ამასთანავე, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით ჩვენი კომპანიის დევიზია  გამჭვირვალობა და მომხმარებელთან ღია ურთიერთობა, რაც განაპირობებს მომხმარებელთა დიდ ნდობას. როგორც ზევით მოგახსენეთ, ავტოიმპორტის ბაზარზე ჩვენი ლიდერობა განპირობებულია არჩევანის მრაფალეროვნებით.  ავტოიმპორტიორი კომპანიების უმრავლესობა  ძირითადად ორიენტირებულია    მხოლოდ ერთ მიმართულებაზე, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთვაზობს მანქანების იმპორტს ნებისმიერი ქვეყნიდან, ასევე ვთავზობთ მოტოციკლეტების, სასოფლო-სამეურნეო და სპეცტექნიკის ტრანსპორტირებას. „ავტოიმპორტ ჯორჯიას“ მთავარ პლიუსად შეიძლება ჩაითვალოს გარანტირებული ტრანსპორტირება, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების დაზღვევას შეძენის ადგილიდან საქართველოს პორტამდე. ჩვენთან შეძენილი პროდუქტი ყოველთვის დაზღვეულია. ჩვენი კომპანიის მნიშვნელოვანი პრივილეგია ავტომობილების შიდა დაფინანსებაა, რაც მომხამრებლისთვის უფრო მოქნილს ხდის ავტომობილის შეძენას. ასევე მნიშვნელოვანია სამუშაო გარემო, პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმი და მომსახურების მაღალი ხარისხი. ჩვენი სლოგანია გახადე ავტომობილის შეძენა სასიამოვნო. ჩვენი ინტერიერი და სერვისი სრულად პასუხობს ჩვენს დევიზს.

– რა არის წარმატება თქვენთვის? და მიიჩნევთ თუ არა თავს წარმატებულად?

წარმატება ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურ შეხედულებებს ეფუძნება, ჩემთვის წარმატებაა აკეთო საყვარელი საქმე  იმ გარემოში, სადაც მუშაობა გსიამოვნებს, ასევე  წარმატებად მიმაჩნია ჩვენი კომპანიის მომსახურებით კმაყოფილი მომხმარებლები. ვფიქრობ, რომ ჩემი საქმიანობა წარმატებულია, რადგან ვემსახურები იმ საქმეს  რომელიც სიამოვნებას მანიჭებს.

-რა არის თქვენი მიზანი ?

ჩვენი მიზანია მუდმივი განვითარება, მომსახურების სრულყოფა, ფილიალებისა და მომწოდებლი ქვეყნების სიმრავლე, კმაყოფილი მომხმარებლები.

R

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები