LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმპექსი“ მომხმარებლებს პირბადეებს 15 თეთრად სთავაზობს

873
715x400-01-01

სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“თავის მომხმარებლებს სამშრიან პირბადეებს 15 თეთრად სთავაზობს. „იმპექსის“ 90-მდე აფთიაქი საქართველოს უკვე ყველა რეგიონშია წარმოდგენილი.

კოვიდვითარებიდან გამომდინარე, პირბადე თითოეული ადამიანისთვის ყოველდღიური საჭიროების საგანი გახდა. მისი რეკომენდებული გამოყენება – ცხვირ-პირის არეს დაფარვით – წარმოადგენს მნიშვნელოვან გასათვალისწინებელ ფაქტორს  კოვიდ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

აღსანიშნავია, რომ “იმპექსის“ დამფუძნებელი კომპანია „იმპექსფარმი“ უკვე 20 წელია ახორციელებს ევროპული მედიკამენტების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ძირითადი მიზანია – ქართველ მომხმარებლებს შესთავაზოს საუკეთესო ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად. კომპანია 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან თანამშრომლობს, რომლებიც პრეპარატებს საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტების შესაბამისად აწარმოებენ.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში პირბადეების მინიმალურ ფასად შეძენა მომხმარებელს სააფთიაქო ქსელის ერთგულების – „ზე“ – ბარათის გამოყენებით შეუძლია. ბარათის ზოგადი სქემით სარგებლობით კომპანია თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ სასურველი პროდუქცია ფასდაკლებით და პარალელურად დააგროვონ სხივები. დაგროვილი ქულების გადაცვლა კი შესაძლებელია სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქციაზე.

აღსანიშნავია, რომ კომპანია სოციალური პასუხიმგებლობის კამპანიის ფარგლებში „ზე“ ბარათის სპეციალური დამატებითი სქემების საშუალებით პენსიონერებს და დევნილ პირებს სთავაზობს მეტ ფასდაკლებას მედიკამენტებსა და სამედიცინო ტექნიკაზე. სქემა აქტიურდება პენსიონერის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის, ხოლო დევნილის შემთხვევაში – შესაბამისი დამადასტურებელი საბუთის ერთჯერადად წარდგენის საფუძველზე. გარდა აღნიშნულისა, „ზე“ ბარათზე მოქმედებს მშობელთა სქემაც, რომლის ფარგლებში ჩართული მშობლები მიიღებენ დამატებით ფასდაკლებას ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე.

სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ მუდმივად ცდილობს შეასრულოს ბრენდის დაპირება და ექსკლუზიური და განსაკუთრებული შეთავაზებებით მომხმარებლები განაწყოს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.

#განეწყვეჯანმრთელობისთვის

#განეწყვესიცოცხლისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები