LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმოგზაურეთ სახლიდან გაუსვლელად – ვირტუალური მოგზაურობის ხუთი ალტერნატივა

538
7890

თუკი ნამდვილი მოგზაური ხართ, კარანტინი თქვენთვის ორმაგად მძიმე გადასატანი იქნება. გამოცემა Independent–მა მარტივ გამოსავალს მიაგნო და ყველა მსურველს დისტანციურ ტურისტობას სთავაზობს.

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მოგზაურობა სახლიდან გაუსვლელადაც შეიძლება. ათობით მუზეუმმა, პარკმა თუ სხვა ტურისტულმა ატრაქციამ თავის სივრცეებში კამერები დაამონტაჟა და ვირტუალური ტურები შექმნა, თან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უჩვეულო გამოცდილების მიღება სრულებით უფასოა.

საუკეთესო ალტერნატივების სია ასე გამოიყურება:

მოინახულე ქალაქი ვირტუალურად 

 

კომპანია Travel Curious მსურველებს საშუალებას აძლევს რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქები მოინახულონ და თან ისე, რომ ოთახის დატოვებაც კი არ მოუწიოთ. საიტზე ამ დროისთვის ნიუ–იორკის, დუბლინის და ლონდონის ტურებია ხელმისაწვდომი, თუმცა ორგანიზატორები სიის კიდევ უფრო გავრცობას აპირებენ. @TravelCuriousTours

გახდი ჰოლივუდის ვარსკვლავი

ლოს–ანჯელესში უამრავი ქუჩის კამერაა დამონტაჟებული და მსურველებს საშუალება აქვთ, რომ ყველაზე ცნობილი ხედები საკუთარი თვალით ნახონ, გაიარონ დიდების ხეივანი, მოინახულონ ცნობილი Venice Beach და თან ეს ყველაფერი რეალურ დროში გააკეთონ.  discoverlosangeles.com

თვალი შეავლეთ ჩრდილოეთის ნათებას

არსებობს ადგილები და მოვლენები, რომელთა ნახვაც სანამ ცოცხალი ხარ აუცილებლად უნდა მოასწრო. ერთ–ერთი ასეთი სასწაული ჩრდილოეთის ნათებაა და მანამ, სანამ თვითიზოლაციაში ხართ, მისი ხილვის შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. კამერა 24 საათის განმავლობაში ჩართულია და ის ისეთ ადგილასაა დამონტაჟებული, საიდანაც ციალი ყველაზე უკეთ ჩანს.

გაიპარე კარიბის ზღვაზე

https://www.instagram.com/p/B-clJ_JArby/

ტურისტული პორტალი Saint Lucia Tourism ყველას კარიბის ზღვაზე ეპატიჟება. ლაივ ტრანსლირება ყველაფერს მოიცავს – Dj–ის გამოსვლებს, ღამის გართობას, სანაპიროზე მედიტაციას და ადგილობრივი სამზარეულოს მასტერკლასებს.

მზე, ზღვა და დასვენება

თუკი ზღვა მოგენატრათ, სან დიეგოს პლაჟი საშუალებას გაძლევთ რომ სანაპიროზე გაისეირნოთ, ტალღების ხმაურით დატკბეთ და პრობლემები ცოტა ხნით მაინც დაივიწყოთ. The Del’s live beach cams.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები