LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმნაძე: კორონავირუსი შეიძლება ორჯერ აცრილსაც დაემართოს, მაგრამ არ დაიღუპება

206
იმნაძე

შეზღუდვების ეტაპი გავიარეთ და ამ შეზღუდვებმა ძალიან კარგად იმუშავა, – ამის შესახებ NCDC-ის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

“ვიღაცები სწავლობენ სხვის შეცდომებზე, ხომ შეიძლება საკუთარ შეცდომებზე ვისწავლოთ და აღარ გავაკეთოთ ის, რომ ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეში ჩავაგდოთ, ჩვენი შეგნებით.

რა თქმა უნდა, შემთხვევები იქნება, ორჯერ აცრილსაც შეიძლება დაემართოს [კორონავირუსი],მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ის არ დაიღუპება და არ მოხვდება რეანიმაციაში. ძალიან დიდ ნაწილს კი საერთოდ არ დაემართება”, – ამბობს იმნაძე.

იმნაძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ჩვენს ახლობლებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან რაღაცნაირად ისე უნდა მივიდეთ, რომ მაქსიმალურად ვიყოთ აცრილი, რომ შევძლოთ ერთმანეთთან მაინც ვიყოთ პირბადის გარეშე”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები