აუზზე და ზღვაზე ბანაობა საშიში არ არის- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.

პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის, თუმცა დასძენს, რომ ამ შემთხვევაშიც გვმართებს სიფრთხილე.

“წყლით ეს ვირუსი არ გადადის, თუმცა ფეკალიებით ეს ვირუსი გამოედინება. ზღვაში და აუზზე ბანაობა საშიში არ არის. უნდა ვიყოთ ფრთხილად გასახდელებთან და უნდა ვიყოთ ფრთხილად პლიაჟებზე და აუზთან არსებულ სივრცეებთან,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, რომ ატარონ პირბადეები და დისკომფორტი აიტანონ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო  მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 808 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 663 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 13.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი დაინფიცირდა

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები