LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის, ორივეს უნდა გაუსინჯო გემო: ფულსაც და ბედნიერებასაც“ – ფრედერიკ ბეგბედერის ცნობილი გამონათქვამები

1036
ძალიან დიდი დროა საჭირო კარგი რეპუტაციის შესაქმნელად და რამდენიმე წუთიც საკმარისოა მის დასანგრევად (2)

მართალია, ფრედერიკ ბეგბედერი ძალიან განიცდის, რომ „აღარასდროს იქნები ახალგაზრდა, თავზეხელაღებული არამზადა“, მაგრამ 53 წლის ასაკშიც ბრწყინვალედ ახერხებს ეპატაჟისა და ჭეშმარიტი ფრანგული სტილით მკითხველის მოხიბვლას, რასაც მისი ციტატების პოპულარობაც ადასტურებს.

ყოველთვის შევნატროდი მშობლების ახალგაზრდობას, რომლებმაც ჯერ მეორე მსოფლიო ომი გამოიარეს, მერე „რევოლუციური 1960-იანები“, მე კი, შვიდი წლის ვიყავი, როცა ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რასაც კომპიუტერული რევოლუცია მოჰყვა და ვერაფრის ნახვა ვერ მოვასწარი. 1930-იან წლებში ადამიანმა რადიო გამოიგონა, კინოთეატრი გახსნა და პროპაგანდა ისწავლა, დღეს ინტერნეტი გვაქვს, ფეისბუქი, ტვიტერი და არავინ იცის როგორ შემოგვიბრუნდება 50 წლის შემდეგ ამგვარი „პროგრესი“.

fortuna.ge გთავაზობთ ფრედერიკ ბეგბედერის ცნობილ გამონათქვამებს:

  • იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის, ორივეს უნდა გაუსინჯო გემო: ფულსაც და ბედნიერებასაც.
  • ერთმანეთის მოწონების, აღფრთოვანების ნაცვლად, ადამიანებს სიძულვილი ურჩევნიათ. არ მესმის რატომ უნდა გძულდეს ადამიანი, რომელიც შენზე წარმატებულია და ბევრად სიმპათიურად გამოიყურება.
  • სიამოვნების დევნა ერთადერთი ცოცხალი იდეოლოგიაა. დღეს მხოლოდ ერთი უტოპია არსებობს – ვახშამი მოდურ რესტორანში, ძვირფასი ავტომობილის მართვა და რესპექტაბელურ სასტუმროში დასვენება.
  • „უნდა ვილაპარაკოთ!“ და „იმედი მაქვს, მეგობრებად დავრჩებით“ – ორი საშინელი ფრაზაა, რადგან აუცილებლად საპირისპირო შედექით სრულდება – საუბარსაც ანგრევს და მეგობრობასაც.
  • მცდარია მოსაზრება, თითქოს ასაკთან ერთად ადამიანები უფრო ბედნიერები არიან. სინამდვილეში ასაკის, გამოცდილების მატებასთან ერთად სურვილები და მოთხოვნილებები მცირდება.
  • ბედნიერებასთან კონკურენციაში სიამოვნება ყოველთვის გამარჯვებულია, რადგან ის რეალურია, ბედნიერება კი, მხოლოდ ილუზორული.
  • მიყვარს შემთხვევითობა, როცა მოულოდნელად ხვდები ძველ მეგობარს  და ერთად მიდიხართ ბარში დასალევად, მეორე დილას კი, ვერაფრით იხსენებ ვინ ხარ და სად იყავი?!
  • სიყვარულისთვის სიცოცხლის გაწირვა რთული არაა, რთულია სიყვარულის პოვნა, რომლისთვისაც სიცოცხლის გაწირვა მოგინდება.
  • მხოლოდ ერთი ნამდვილი სიყვარული არსებობს, ყველაფერი, ყველაფერი, რაც მანამდე ხდება, მხოლოდ შეყვარების სურვილია, მერე კი – დანაკლისის ანაზღაურება.
  • არასდროს გავურბოდი ბრძოლის და ქარის წისქვილებსაც ყოველთვის თამამად ვუცხადებდი ომს!
  • მეც ვიყავი შეყვარებული და სხვასაც ვუყვარდი, თუმცა ჩვენი სიყვარული არასდროს ემთხვეოდა დროში.
  • ტყუილზე უარის თქმა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიმართლის აღიარებას.
  • საუკეთესო დღესასწაული ისაა, რომელიც შენში ხდება!
  • არსებობს ღამეები, რომელთა ძილში დაკარგვა ძალიან გენანება.
  • როცა გიყვარს, მთელი შენი ცხოვრება ერთი გრძელი მოლოდინია.
  • თუ ვინმეს ელი, უთვალავჯერ მოგეჩვენება იმის ფეხის ხმა.
  • დღეს, ვისაც ფული აქვს, არ აქვს დრო, ხოლო იმათ, ვისაც დრო აქვს, არა აქვს ფული.
  • სიყვარული გრძელდება სამი წელი: პირველ წელს ავეჯს ყიდულობენ, მეორე წელს – მას აწყობენ, მესამე წელს კი იყოფენ.
  • საერთოდ, ქალები ეგრე ხართ: ან ძალიან გვიან ამბობთ ჰოს, როცა კაცი უკვე შეგეშვებათ, ან ძალიან ადრე, სანამ რამეს გთხოვენ.
  • არსებობს წამი, რომელიც სხვებზე გრძელია.

იხილეთ მსგავსი თემები: