LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, რაიმე კომპლექსს ვერ გამიჩენენ: გახარია

71
gaxaria 44

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა, რომ იმის წამოძახებით, რატომ  ვერ გავაკეთე რაიმე პრემიერობის დროს, კომპლექსს გაუჩენენ, ტყუილი იმედია.

გახარია ამბობს, რომ პრემიერობის დროს მართლაც ბევრი რამ ვერ გაკეთდა, მაგრამ ესაა სწორედ ის მოტივაცია, რომ ბრძოლა გააგრძელოს და კვლავ ჩაერთოს პოლიტიკაში და უფრო სწრაფად და კარგად გააკეთოს.

„ბევრი რამ გაკეთდა, მაგალითად „ოცნების ქალაქი“, რომელიც მთლიანად გუნდის მხარდაჭერით გაკეთდა საკმაოდ ეფექტიანად და სწრაფად. დარწმუნებული ვარ, მალე დასრულდება. ბევრი რამ გაკეთდა და მე ამაში მონაწილეობა მიღებული მაქვს. ბევრი რამ ვერ გაკეთდა, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რის გამოც, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ უფრო სწრაფად, უფრო ეფექტიანად და უფრო კეთილსინდისიერად.

ეს არის ის, რატომაც ჩვენ აქ ვდგავართ. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე გვაქვს. ვინმეს თუ ჰგონია, იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ ელემენტარული მიზეზის გამო, ის, რაც ვერ გავაკეთეთ, (ვაღიარებ, რომ ბევრი რამ ვერ გავაკეთეთ) არის ის ძირითადი მოტივაცია და ძირითადი პასუხისმგბლობა, რომ ბევრად უკეთესად, ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტიანად გავაკეთოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტია “საქართველოსთვის” ბათუმის ოფისი გახსნა და ორგანიზაციის წევრები წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g