“ხელისუფლება ცდილობს სახელი გაგვიტეხოს, იმის თქმასაც კი ბედავენ, რომ ჩვენი თვალები არის მეორეხარისხოვანი” – თქვა მაკო გომურმა ანტისაოკუპაციო აქციაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, მაკო გომურს სამართალდამცველების მიერ ნასროლი რეზინის ტყვია მოხვდა და მან თვალი დაკარგა.

მაკო გომურის თქმით, 20 ივნისიდან 1 წლის შემდეგაც ვერ იპოვა კითხვაზე პასუხი, რატომ ესროლეს.

“ზუსტად ერთი წელი გავიდა 20 ივნისიდან და როგორც 1 წლის უკან ასე ვიდექი ზუსტად, იგივე ტანსაცმელი მეცვა და როგორც ახლა ვქმნი რაიმე საფრთხეს თქვენთვის, სამართალდამცავებისთვის და ან იმ შენობისთვის, მაშინაც ზუსტად ასეთ საფრთხეს წარმოვადგენდი. როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი ერთ-ერთი სამართალდამცავისთვის და მესროლა. მესროლა და გაჩნდა შეკითხვა – რატომ? ეს ის შეკითხვაა, რომელზეც ერთი წლის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღე. არადა, რეალობა მარტივია, უნდა მივიღო საკუთარი წილი სამართალი. თუმცა სხვა რეალობაც გვაქვს ჩვენს წინ, პარლამენტში, რომლებიც ცდილობენ რომ თავიანთი ტრიუკებით ჩვენი სახელი გააფუჭონ საზოგადოებაში. იმის თქმასაც კი ბედავენ, რომ აღარ ახსოვთ რა მოხდა 20 ივნისს და ჩვენი თვალები არის მეორეხარისხოვანი და პირველი ხარისხოვანი იყო ის, რომ მათ შტურმი აარიდეს პარლამენტს. კითხვა მიჩნდება, ჩემი თვალის ამოთხრით რომელი შტურმი აარიდეთ პარლამენტს, რას უშლიდათ იქ ჩვენი დგომა, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი”, – განაცხადა მაკო გომურმა.

შეგახსენებთ, 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას გიორგი გახარიამ თქვა, რომ ზუსტად არ ახსოვს აქციის დაშლასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერ იყო დაბარებული.ამასთან, გახარიას თქმით, მეორეხარისხოვანია მისთვის ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება.

“ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, არ ისროდნენ, ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, აი, ასე, ჩემთვის არის მეორე ხარისხოვანი. ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისს ერთი წელი გავა, ორი თუ ბევრი წელი გავა ამის შემდგომ, ეს იყო ქმედება, რომლითაც შს სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა”, — განაცხადა მან.

ჩვენს ხალხს ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება – მარგველაშვილის მიმართვა აქციაზე

მარგველაშვილი პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს ადასტურებს: “საზოგადოების შეკვეთა არის ახალ ძალაზე”

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05