LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედში“ არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანი, ვინც ღიად დაგმობდა ღია ღალატს – ნიკა გვარამია

231
77302873

„რუსთავი2“-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების გამიჯვნას ეხმიანება. მისი განცხადებით, „იმედში“ არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანი (არც ჟურნალისტი, მათ შორის) ვინც ღიად, შესაბამისი ტექსტით და მათ ხელში არსებული მთავარი იარაღით – ეთერის მეშვეობით – დაგმობდა ღია ღალატს.

„მოდი, გულწრფელად ვთქვათ: ტელეკომპანია იმედში არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანი (არც ჟურნალისტი,

მათ შორის) ვინც ღიად, შესაბამისი ტექსტით და მათ ხელში არსებული მთავარი იარაღით – ეთერის მეშვეობით – დაგმობდა ღია ღალატს. იმაზე აღარ ვამბობ, რომ არავის არ შეიმჩნის აქამდე, რაც მხოლოდ დეკონცენტრირებულად, მაგრამ ზუსტად იმ “ერთ-ერთი მთავარი ხაზით” ხდება ბოლო 7 წელია ამ არხზე.

ასეა ეს და, ბოდიში, მაგრამ მინიმუმ ზედმეტია კომპლიმენტები ამ, სიტუაციასთან შედარებით, სრულიად სამარცხვინოდ წყალწყალა, ვიღაცის დაწერილი და ისიც საზოგადოებრივი აღშფოთებისთვის დიდი დაგვიანებით ხარკად გადახდილი ტექსტისთვის.

მძიმედ სანახავია, გაბუნიას მიერ უხამსი, არაეთიკური, გულისამრევი მაგრამ მაინც პუტინის დედის გინების გამო საბოდიშოდ გამომდგარი პატრიოტული არხის ჩაქოლვა საზოგადოების მიერ და, მეორეს მხრივ, ღიად ქვეყნის ინტერესების მოღალატე არხის ჟურნალისტების გაუგებარი ტექსტებით გამართული რუსულად გოიმური ფლეშმობით დასადგურებული კმაყოფილება.

ესაა ეს ქვეყანა: პატრიოტს ფეხის დაცდენას არ პატიობენ, ღალატის თანამონაწილეებზე (ირიბს თუ ღიას, მაგრამ გააზრებულს, ნებისმიერ შემთხვევაში) პატიების უდაბლესი სტანდარტია,“ – წერს გვარამია „ფეისბუქში“.

არ ვიზიარებ! - ,,ქრონიკის'' ჟურნალისტები იმედზე გასულ ფილმს ემიჯნებიან

მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები