“იმედი მაქვს, რომ უმოკლეს ვადაში შეძლებთ, განაახლოთ სრულფასოვანი მაუწყებლობა”, – ასე მიმართა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ TV პირველის ჟურნალისტს.  

ბახტაძე სპეკულაციად აფასებს იმ ბრალდებებს, რომლის თანახმად, როგორც “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ასევე  TV პირველზე კიბერშეტევა არის ხელისუფლების მედიაზე ზეწოლა.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება”, – აღნიშნა ბახტაძემ.

ბახტაძის თქმით, კიბერდანაშაული, 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა გახდა ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

ტელეკომპანია TV პირველი სრულფასოვან მაუწყებლობას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

ტვ პირველი განცხადებას ავრცელებს – არხი პარალიზებულია

 

თაკო ივანიაძე
ავტორი

მსგავსი თემები