LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედია, შემდეგი გადაწყვეტილება სახმელეთო საზღვრების გახსნა იქნება – ქვრივიშვილი

67
5f5a539309367

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. ქვრივიშვილი დადებითად აფასებს ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული პირობების ვაქცინაციის პროცესში ჩართვას.

„მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირები განისაზღვრა. ეს პირველ რიგში ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფ და უსაფრთხო აღდგენას და უზრუნველყოფს ამ დარგში დასაქმებულთა ჯანმრთელობას!

იმედია, შემდეგი გადაწყვეტილებები – სახმელეთო საზღვრების გახსნა (საჰაეროს პრინციპით), ვაქცინირებული პირების შეზღუდვებისგან  განთავისუფლება და კომენდანტის საათის, თუნდაც რამდენიმე საათით გახანგრძლივება იქნება. ამ გადაწყვეტილებების დადებით ზეგავლენას ჩვენს ეკონომიკაზე ძალიან მალე ვიხილავთ“, – წერს მარიამ ქვრივიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები