LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედია, პანდემია გაზაფხულისთვის დასრულდება, მაგრამ არანაირი გარანტია არ არსებობს.. განიხილება სამი დოზა – ენტონი ფაუჩი

128
dr-fauci

“იმედია, პანდემია გაზაფხულისთვის დასრულდება, მაგრამ არანაირი გარანტია არ არსებობს”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, თუმცა მისივე თქმით, დელტა ვარიანტის შემდეგ “არანაირი გარანტია” არ არსებობს.

ფაუჩის თქმით, სამი დოზა განიხილება, როგორც აუცილებელი Covid-19– ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინაციისთვის”.

”მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ გადავხედავთ ყველაფერს, სწორი რეჟიმი იქნება მესამე დოზა”, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება ბავშვებს ენტონი ფაუჩის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, დასჭირდება თუ არა ბავშვებს მესამე დოზა.

“ჩვენ ეს არ ვიცით. მე ვფიქრობ, რომ ჯერ ადრეა ამ გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა ფაუჩიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები