LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმედი” სინამდვილეში ჩემია – ირაკლი ოქრუაშვილი

303
c61f823d78e9d39304337cd28ebf83ce-XL

ყოფილი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ტელეკომპანია “იმედი” მისია. ირაკლი ოქრუაშვილის განმარტებით, აღნიშნული არხი მის სასარგებლო სიუჟეტებს ამზადებს, რისთვისაც ის მადლობას საჯაროდ იხდის. ოქრუაშვილმა ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

“ტვ იმედი. ჯერ ბადრის იმედი “ხალხის იმედად” შექმნილი. ახლა ბადრის დაუძინებელი მტრის, ბიძინას იმედი. სინამდვილეში ჩემი იმედია. ყოველ კვირას ისეთ რეკლამას მიკეთებენ მადლობის მეტი რა მეთქმის. ამ კვირას გავრილოვის ღამის წლისთავია და ეჭვი არ მეპარება მაგარ ბლოკბასტერს მომიძღვნიან. ეჰ, რა ისტორიულ-საკრალურ-ფილოსოფიური სიტყვები გააუფერულეს: იმედი, ოცნება, ბიძინა, მიშა ქარელი და ა.შ.” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები