LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმ ,,საყვარელ” მოძღვარს რამდენიმე დღით ადრე დავუკავშირდით, წამლის ფული არ გვქონდა, მაგრამ ილოცეთ, უფალი გამოგიჩენთო”

20228579_1487421937975826_576683602106367607_n

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში  მისი მეგობრის დაბადების დღეს იხსენებს და საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას.

მამა პეტრე წერს:

“გაუგზავნელი წერილი

მეგობრის დაბადების დღე იყო, სტუმრებს სოციალური მდგომარეობის მიხედვით არჩევდა… შერჩეული ხალხიც ერთმანეთს ასწრებდა, ვინ უფრო ძვირადღირებულ საჩუქარს მიუტანდა.
რაც ჩემი მატერიალური მდგომარეობა თითქმის განულდა, ,,რჩეულთა” რიგში ვერ აღმოვჩნდი…
მეორე დღეს დამირეკა, გამოდი სახლი მიმალაგებინე, თან წაგეჭორავებიო…
გადმოაწყო სასაჩუქრე ყუთები… ყველას ფასი ზეპირად იცოდა… ჩამონათვალს ბოლო არ უჩანდა… მაჯაზე ოქროს სამაჯური ეკეთა, წარწერით ,,უფალო შეგვიწყალენ”…
ეს კი მოძღვარმა მაჩუქა, რა საყვარელია, ყოველთვის იცის რა გამიხარდებაო…
იმ ,,საყვარელ” მოძღვარს რამდენიმე დღით ადრე დავუკავშირდით, წამლის ფული არ გვქონდა, იქნებ რამე მოეფიქრებინა, მაგრამ ილოცეთ, უფალი გამოგიჩენთო…
ცრემლებს ხარბად ვყლაპავდი… არ მინდოდა საჩუქრებში ჩაკარულ მეგობარს ეფიქრა, რომ შემშურდა… უბრალოდ, ტკივილისგან გული საპნის ბუშტივით მისკდებოდა, რადგან უფულოდ დარჩენილს შეიძლება იუბილეც არ მოგილოცონ…
სახლი მივულაგე და გამოვიქეცი… ცხოვრებაში პირველად ყველაზე გულწრფელად წამომცდა- ,,უფალო შემიწყალე”…” – წერს მამა პეტრე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები