ილონ მასკმა კორონავირუსის სამკურნალოდ ჩინეთისგან 1255 ხელოვნური სუნთქვის აპარატი შეიძინა და კალიფორნიის ხელისუფლებას გადასცა. აპარატურა ადგილობრივ საავადმყოფოებს დაურიგდება.

კალიფორნიის გუბერნატორმა მასკის საქციელი გმირულად შეაფასა. სამედიცინო აღჭურვილობა უკვე ლოს–ანჯელესშია და ამის შესახებ საზოგადოებას მასკმა ,,ტვიტერის” მეშვეობით ამცნო.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ადრე ფიქრობდა, ვირუსი არც ისე საშიში იყო და პანიკას სისულელედ თვლიდა. მას არც ელექტრომობილების წარმოების შეჩერება სურდა და ქარხანა მხოლოდ ხელისუფლების მითითების შემდეგ დახურა.

რაც შეეხება ხელოვნური სუნთქვის აპარატებს, მათ წარმოებას დიდ ბრიტანეთში – ,,მაკლარენი”, ,,როლს როისი” და ,,ნისანი”, იტალიაში – ,,ფერარი” და ,,ფიატი”, ხოლო გერმანიაში კი – ,,ვოკლსვაგენი” დაიწყებს.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05