LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკის საყვარელი საკვები შაურმაა

144
Musk-and-kebab-PA-Images-and-flickr--828x428

ილონ მასკმა ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი კერძი გაამხილა. Tesla–სა და SpaceX–ის დამაარსებელი შაურმაზე გიჟდება და მას ყველაზე დიდი სიამოვნებით გერმანიაში ვიზიტის დროს მიირთმევს ხოლმე.

სწორედ ასე უპასუხა მსოფლიოში ერთ–ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ტვიტერზე დასმულ კითხვას.

„გერმანია უგემრიელესი სამზარეულოთია ცნობილი. რომელია თქვენი საყვარელი კერძი?“ – კითხა ერთ–ერთმა მომხმარებელმა მასკს.

„შაურმა“  – მასკი მოკლე და კონკრეტული იყო.

შემდეგ მას მოგონებები შემოაწვა და ტვიტერის გამომწერებს გაუზიარა, რომ ადრე საყვარელი საშაურმეც ქონდა, რომელიც სამწუხაროდ, დაიკეტა.

აღსანიშნავია, რომ შაურმა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული კერძია და მხოლოდ გერმანიაში ყოველწლიურად 3,5 მილიარდი ევროს შემოსავალი მოაქვს. ყოველ დღე გერმანელები 600 ტონა საშაურმე ხორცს მიირთმევენ.

პირველი შაურმა გერმანიაში 1972 წელს, ბერლინის გარეუბანში დაამზადეს და თურქულმა კერძმა პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები