LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკის კომპანია იუპიტერის თანამგზავრ ევროპას შეისწავლის

92
spacexnews

„ალჯაზირას“ ინფორმაციით, მილიარდერი ილონ მასკის კომპანია „სპეის იქსი“ მზის სისტემის უდიდესი პლანეტის, იუპიტერის ერთ-ერთი მთვარის, ევროპის შესწავლას გეგმავს.

ევროპა იუპიტერის ერთ-ერთი უდიდესი თანამგზავრია და განსაკუთრებით მდიდარია წყლით, რომელიც დაბალი ტემპერატურის გამო მასზე ყინულის სახით არის წარმოდგენილი.  მეცნიერები დიდი ხანია ინტერესს იჩენენ ევროპის მიმართ და მას „ოკეანეების მთვარეს“ უწოდებენ. არსებობს ვერსია, რომ მთვარე ევროპაზე ყინულოვანი საფარის ქვეშ შესაძლოა თხევადი წყალი და მასში სიცოცხლის ფორმებიც კი არსებობდეს.

„სფეის იქსის“ მისიის ფარგლებში სპეციალური კოსმოსური აპარატი ევროპის ყინულოვანი გარსის სისქეს, ასევე ოკეანის სიღრმეს და მისი მარილიანობის დონეს შეისწავლის.

აღსანიშნავია, რომ ევროპაზე „სფეის იქსის“ მისიას უკვე აქვს „ნასას“ მხარდაჭერა, რომელმაც ილონ მასკის კომპანიასთან შესაბამისი კონტრაქტი უკვე გააფორმა. მისია ერთ-ერთი იქნება მზის სისტემაში სიცოცხლის მოძიების ფარგლებში განსახორციელებელ მსგავს მისიებს შორის.

ცნობილია მისიის თარიღიც- მასკის კოსმოსური აპარატი ევროპაზე 2024 წლის ოქტომბერში, „ფალკონ ჰევის“ რაკეტით გაფრინდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები