LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი მარსზე ხალხის დასახლებას აპირებს და საქართველოში ვაქცინის ჩამოტანა რა გახდა – ქართული ბიზნესი

92
ipiccy-image

„ილონ მასკი მარსზე ხალხის დასახლებას აპირებს და საქართველოში ვაქცინის ჩამოტანა რა გახდა” – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე აცხადებს.  როგორც ბურჯანაძე ამბობს, ეს ქვეყნის ეკონომიკასა და ზოგადად, ბიზნესს კიდევ უფრო დიდ დარტყმას აყენებს. „წარმოუდგენელია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გამოდიოდეს და ამბობდეს, იმედია, მარტის დასაწყისში მაინც შემოვა ვაქცინაო. მით უმეტეს, სადაც აფრიკის ქვეყნებმა შეძლეს ამ პროცესის განხორციელება. უბრალოდ ვერ ვიგებ, რაზე ფიქრობენ ეს ადამიანები?!“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, სარესტორნო ბიზნესს და არა მარტო, მთავრობისგან მოქმედების ზუსტი გეგმა სჭირდება. „ამ შემთხვევაში ბიზნესი იფიქრებს, გახსნას თუ არა მისი ობიექტი, შეძლებს თუ არა ახალი ინვესტიციების განხორციელებას, ხალხის დასაქმებას“,- ამბობს რესტორატორი.

ამავე თემაზე საუბრობს „თბილისის ცენტრალის“ დირექტორი ლევან ყარალაშვილიც.  ბიზნესის ნაწილი სახელმწიფოს ვაქცინების შემოტანის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობას კიდევ ერთხელ სთხოვს. ყარალაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას ამბობს, რომ კერძო სექტორს ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკებები თავადაც დაწყებული აქვს. „კერძო სექტორს ბევრად უკეთესად შეუძლია ამ პროცესის ორგანიზებაც, გაშლაც და ბოლომდე მიყვანაც. მაგალითად, ჩვენი ჯგუფი და სხვა სავაჭრო ცენტრები, მზად ვართ გადავიხადოთ თანხა ჩვენი თანამშრომლებისთვის ამ ვაქცინის მისაღებად“,- აღნიშნა ყარალაშვილმა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer ვაქცინას მარტის პირველ ორ კვირაში მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები