LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილიკო სუხიშვილი ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავ კონცერტზე: კარგი იქნება, თუკი ტრადიციულ სახეს მიიღებს

1931
iliko

„30-წუთიანი ბლოკი შევარჩიეთ დღევანდელი დღისთვის, ახალი კომპოზიცია გამოგვაქვს – „ფერხული“ და ძალიან გვაინტერესებს ხალხის რეაქცია”- ამის შესახებ ილიკო სუხიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „სუხიშვილები“ ექვს საცეკვაო ნომერს შეასრულებენ, მათ შორის ერთი სრულიად ახალი იქნება.

მისივე თქმით, კარგი ინება, თუკი მსგავსი ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს.

“მიგვაჩნია, რომ ყოველ წელს თუ დავგეგმავთ და ტრადიციულად ამ დღეს ჩავატარებთ კონცერტს, ყოველ წელს მივუძღვნით ქვეყანას, ვაჩუქებთ ხალხს ახალ კომპოზიციას, კარგი იქნებოდა“, – განაცხადა პირველ არხთან ილიკო სუხიშვილმა.

სამების ტაძრის ეზოში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი იმართება. ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები იქნება წარმოდგენილი.

კონცერტს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაესწრება.

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძრისკენ მიემართებიან [ფოტო,ვიდეო]

მსვლელობის მონაწილეებს სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დახვდება

ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად ადამიანები სამების ტაძრამდე მსვლელობით მივიდნენ.

ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე ილია მეორის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.

სამების საკათედრო ტაძარში მსვლელობის მონაწილეებს მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები