LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ილიაუნიში” საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა დაინერგა

83

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2016-2017 სასწავლო წლისათვის საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე  მიღებას აცხადებს.

როგორც ”ფორტუნას” უნივერსიტეტიდან აცნობეს, საზოგადობრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც ორგანიზაციული კონტექსტისგან დამოუკიდებლად შეძლებენ ორგანიზაციებისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა თუ ტაქტიკის განსაზღვრას, ასევე – ორგანიზაციების შიდა და გარე კომუნიკაციის წარმართვას. მათივე ცნობით, ამავე დროს, პროგრამა მიზნად ისახავს კრიტიკული და  სტრატეგიული აზროვნების განვითარებას, აკადემიური მუშაობისა და პრობლემის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

”პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, იმუშაონ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებსა და კომუნიკაციის სპეციალიზებულ სააგენტოებში,  ან სწავლა განაგრძონ შემდგომ აკადემიურ საფეხურზე”, – აცხადებენ ”ილიაუნიში”.

მათივე ცნობით, პროგრამაზე საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 15 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით;  ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C 206 აუდიტორიაში.