LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორემ გიორგი გახარია საპატრიარქოში მიიღო და დალოცა (ფოტოები)

203
გახარია 3

საქართველოს პატრიარქმა, ახლადარჩეული პრემიერისადმი წერილის მიწერის შემდეგ, გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურობა პირადად მიულოცა და დალოცა.

შეხვედრა საპატრიარქოში შედგა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მანამდე პატრიარქმა გახარიას წერილი გაუგზავნა, სადაც ის წერდა, რომ “ჩვენს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები არ დამცხრალა, რადგან სხვადასხვა ძალა ცდილობს გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას, ხალხი კი დადებით ცვლილებებს ელის”

პატრიარქი გახარიასთვის მისალოც წერილში: სხვადასხვა ძალა გავლენის მოპოვებას ცდილობს, ხალხი კი, დადებით ცვლილებებს ელოდება

პატრიარქი იმედს გამოთქვამს, რომ "მეტად რთულ დროში" გახარიას მთავრობის ძალისხმევა მიმართული პრობლემების დასაძლევად

“იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მეტად რთულ დროში თქვენი და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანი პრობლემების დასაძლევად”, – აღნიშნულია წერილში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები