LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე თავს კარგად გრძნობს, ამ ეტაპისთვის მისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება – საპატრიარქოს განცხადება

84
339717482

საპატრიარქოში მიმდინარე ეპიდკვლევასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ვრცელდება. საპატრიარქოს ცნობით, ამ ეტაპისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება.

მათივე ინფორმაციით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.

“დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლები საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირებას ჩაუტარებენ.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ტესტირება საპატრიარქოს თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს პერმანენტულად უტარდებათ.

რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის მისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს.”- ნათქვამია განცხადებაში.

საბოლოოდ დადასტურდა: შორენა თეთრუაშვილი კოვიდინფიცირებულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები