LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე “ოცნების” დეპუტატებს: მინდა გთხოვოთ, ეცადეთ, არ იყოს დაყოფა თქვენ შორის

179
DSC-6764

“მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მინდა გთხოვოთ, რომ ეცადოთ, არ იყოს დაყოფა თქვენ შორის, თქვენ უნდა მისცეთ მაგალითი ჩვენს ახალგაზრდობას. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გაგვიხსნის გზას და ჩვენ გავალთ სამშვიდობოს. დალოცვილი იყავით,” – საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის ცნობით, ასე მიმართა ილია მეორემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, რომლებიც მას საპატრიარქოში ეწვივნენ.

პატრიარქს დაბადების დღე, აღსაყდრების იუბილე და შობა-ახალი წელი გია ვოლსკიმ, ილია ნაკაშიძემ, რატი იონათამიშვილმა, ენძელა მაჭავარიანმა, ირაკლი შიოლაშვილმა, მერაბ ქვარაიამ, ანრი ოხანაშვილმა, რევაზ არველაძემ, გენადი მარგველაშვილმა და კარლო კოპალიანმა მიულოცეს.

საპატრიარქოში მმართველი პარტიის წევრები ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ მისულები.

“ჩვენ მოვედით, რათა მოგილოცოთ დაბადების დღე, 42 წელი აღსაყდრების, შობა-ახალი წელი, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენ ყველამ ერთად. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული მოგიტანეთ დღეს”, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

პატრიარქმა პარლამენტარები დალოცა და ქვეყნისა და ხალხის სამსახურში წარმატებები უსურვა.