LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე მრევლს მადლობას უხდის: ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალს და სამშობლოს და მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა

78
BeFunky-collage (6)

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ყველას მადლობას უხდის დაბადების დღის მილოცვისთვის. სამადლობელ წერილს საპატრიარქო ავრცელებს.

„მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც ინტრონიზაციის, ისე დაბადების დღის მოლოცვისთვის. რა თქმა უნდა, მაცხოვარი იქნება პირუთვნელი მსაჯული იმისა, რა და როგორ გაკეთდა, მაგრამ ერთი კია – ძალისამებრ ჩემისა, ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალს და სამშობლოს და მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა. უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა გიწინამძღვროთ ყოველ კეთილ საქმეში“, – ნათქვამია პატრიარქის სამადლობელ წერილში.

ცნობისთვის, 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს 88 წელი შეუსრულდა.

მისი უწმინდესობის ლოცვა, მთელ საქართველოს განსაკუთრებულ ძალას გვაძლევს: გიორგი გახარიამ საქართველოს პატრიაქრს დაბადების დღე მიულოცა

დიდია ჩვენი პატრიარქის ღვაწლი, მშვიდობის შენარჩუნების საქმეში: კახა კალაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები