LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იღბლის კუნძული: მადეირას სტუმრობის 10 მიზეზი

903
lucky-island

იდეალური კლიმატი, უგემრიელესი სამზარეულო და არაჩვეულებრივი ღვინო, ულამაზესი დაისი, ეკოტურიზმის ამოუწურავი შესაძლებლობები და არაჩვეულებრივი სერვისი – სწორედ ასე ახასიათებენ მოგზაურები მადეირას, რომელსაც ხშირად „იღბლის კუნძულს“ ან „ატლანტის ოკეანის მარგალიტს“ უწოდებენ.

მეკობრეების კვალი – მადეირას დედაქალაქი ფუნშალა, რომელიც კუნძულის უმსხვილესი ქალაქის და ისტორიული ცენტრის სტატუსით სარგებლობს, მე-16 საუკუნეში რამდენჯერმე ემსხვერპლა მეკობრეების თავდასხმას, სწორედ დაუპატიჟებელი სტუმრებისგან თავის დასაცავად აიგო სან-ტიაგოს ფორტი, სადაც დღემდე შემორჩენილია უძველესი საბრძოლო ტექნიკა, გასულ  საუკუნეში აშენებული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან ახლოს კი, საბაგირო გზაა გამართული, ულამაზეს სოფელ მონტემდე, სადაც საუკუნეების წინ მეკობრეებისგან დამფრთხალი შეძლებული პორტუგალიელები, ახლა კი, მათი მემკვიდრეები ცხოვრობენ ულამაზეს ვილებში.

ხელოვნური არხები – მადეირას ყველაზე მასშტაბურ ნაგებობად მე-16 საუკუნეში ხელოვნურად მოწყობილი არხების ქსელი ითვლება, რომლის სიგრძე 1 500 კილომეტრს აღემატება. სხვათაშორის, ქსელი საუკეთსო მეგზურია, რადგან ორიგინალუარად დაქსაქსული, კუნძულის თითქმის ყველა ღისშესანიშნაობასთან ახლოს, მათ შორის ლეურისილვის ტყეში გადის, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

მადერა –  რა თქმა უნდა, კუნძულის სიმბოლოს და მთავარი საექსპერტო პროდუქტის –  ღვინის დაგემოვნება ყველგან სასიამოვნოა, მაგრამ ფურშალას ცენტრში, საკოლექციო ღვინის მაღაზიაში Blandy’s wine lodge, დეგუსტაციასთან ერთად არაჩვეულებრივი სასმელის დამზადების ტექნოლოგიის გაცნობაც შეიძლება.

რეივუს პიკი – ეკოტურიზმი მადეირაზე გასული საუკუნის 80-იან წლებში განვითარდა და კუნძულიც სწრაფად იქცა აქტიური დასვენების მოყვარუთა მექად, რომლებიც სხვადასხვა სირთულის მარშრუტით ლაშქრავენ რეივუს პიკს 1 862 მეტრის სიმაღლეზე.

ცის ბილიკი – ულამაზესი ბუნებით მდიდარი მადეირას ერთ-ერთ მთავარ ღისშესანიშაობად „ცის ბილიკი“ – 580 მეტრის ფრიალო კლდე ითვლება, საიდანაც ნებისმიერ ამინდში არაჩვეულებრივი ხედები იშლება.

ვულკანური „აბაზანა“ – მადეირას მთავარი „ნაკლი“ ქვიშის პლაჟების არარსებობაა, თუმცა დანაკლისს კუნძული ერთგავრი აუზებით კომპენსირებს, რომლებიც საუკუნეების წინ, ატლანტის ოკეანეში ვულკანური აფეთქებების შდეგად წარმოიშვა. ამგვარ აბაზანაში გაგრილება ერთდროულად სასიამოვნოცაა და სასარგებლოს, რადგან ულამაზესი ბუნებით  დატკბობის გარდა, გაჯანსაღებაც ყოველთვის შეიძლება.

პორტუ სანტუ – მათ, ვისაც ვერ წარმოუდგენია დასვენება ეგზოტიკური პლაჟების გარეშე, მეზობელ კუნძულს – პორტუ სანტუს უნდა ესტუმროს, სადაც 9-კილომეტრიან სანაპირო ზოლზე, იდეალურად გამართული ინფრასტრუქტურა, უამრავი ბარი და რესტორანია.

რონალდუს მუზეუმი –  რა თქმა უნდა, ყველაზე ცნობილი მადეირელი კრიშტიან რონალდუა, რომელმაც 2013 წელს მშობლიურ კუნძულზე მუზეუმი R. do Marquês do Funchal გახსნა და უამრავ პრიზთან ერთად, ბუცების კოლექციასაც მოუყარა თავი.

სერფი – პროფესიონალ სერფერებთან ერთად, მადეირა მოყვარულებსაც სიამოვნებით მასპინძლობს, რადგან კუნძულის მრავალრიცხოვანი სერფ-სკოლები საუკეთესო ინსტრუქტორებით, ასაკის და გამოცდილების მიუხედავად ყველას „ტალღების დაპყრობას“ ჰპირდებიან.

სამზარეულო – მადეირას სამზარეულო, რომელმაც კლასიკური პორტუგალიური კულინარიული ტრადიციები და კოლონიალური გასტრონომიული აღმოჩენები გააერთიანა, განსაკუთრებით თევზითა და ბოსტნეულითაა მდიდარი, მენიუს მეფედ კი, კუდბაწარა ითვლება, რომელსაც მზარეულები გრილზე ამზადებენ და სტუმრებს აუცილებლად შემწვარი ბანანის, მოთუშული ბოსტნეულის და სიმინდის გარნირით სთავაზობენ.