LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იძებნება: პარლამენტის წინ გიორგი გახარიას ბიუსტი დაიკარგა

206
received-5739167563499712

რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ განთავსებული პრემიერ მინისტრის ბიუსტი დაიკარგა. როგორც აქტივისტები ამბობენ, გახარიას ბიუსტი სავარაუდოდ მოიპარეს.

“#იძებნებაგახარია დამახასიათებელი ნიშან-თვისებები: კრიმინალური გარეგნობა. რუსული გამომეტყველება და საუბრის ტექნიკა. KGB-ს მმართველობის სტილი. #იძებნებაგახარია
ხშირად იხდის ბოდიშს, არ მოტყუვდეთ.
ბოლოს შეინიშნა 20 ივნისის აქციის დარბევისას, გერმანიის ელჩთან ერთად.
მპოვნელი დასაჩუქრდება რუბლებში.
გააზიარეთ.” – წერენ აქტივისტები “ფეისბუზე” . 

 

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას „ბიუსტი”, პარლამენტის შენობის წინ, 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციების მიმდინარეობის დროს დადგეს. ბიუსტი “სირცხვილიას” აქციების ერთ-ერთი სიმბოლო იყო და სხვადასხვა წარწერებსა და აქსესუარებს უკეთებდნენ. თავდაპირევლად ბიუსტის წინ ღილაკი იუო დამონტაჟებული, რომლის დაჭერის შემთხვევაში, ბიუსტი მაშინდელი შსს მინისტრის ხმით “ამბობდა” – “მოდი დავიწყოთ ბოდიშით”.

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები