LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იდეალებწართმეული სპორტსმენი ძალიან საშიშია, შეიძლება ბევრი შეცდომა ჩაადენინო…” – ცნობილები თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას აფასებენ

262
FORTUNA.GE (3)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანის თორნიკე შენგელიას რუსული არმიის გუნდში გადასვლას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

თორნიკეს არჩევანი საქართველოს პრეზიდენტმაც კი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისთვის სპორტსმენის გადაწყვეტილება მიუღებელია.

„ჩემთვის მიუღებელია თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლა“ – საქართველოს პრეზიდენტი

„ფორტუნა“ დაინტერესდა, რა შეიძლება მოჰყვეს სპორტსმენის არჩევანს და რა მაგალითი შეიძლება მისცეს კაპიტნის გადაწყვეტილებამ მომავალ თაობას.

 

არ მესმის და ვერასდროს გავიგებ

მხატვარი გია ბუღაძე ფიქრობს, რომ თორნიკეს საქციელს გამართლება არ აქვს.

„ძალიან სამწუხარო რამ მოხდა. ძალიან ცუდი მაგალითია თორნიკეს საქციელი ახალი თაობისთვის. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ სერიოზულად არ აღვიქავმთ ომს და მის ფაქტორს. ის არის უნიჭიერესი სპორტსმენი. ამაყი ვიყავი, როდესაც საქართველოს დროშა დასავლეთ იბერიაში ააფრიალა. კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი „ბასკონია“ რომ ჩემპიონი გახდა. პატივს ვცემ მის ნიჭს და რამდენადაც კმაყოფილი ვიყავი იმ გამარჯვებით, იმდენად უკმაყოფილო ვარ ახლა  მისი არჩევანით. ახლა ის ამბობს, რომ ამავე დროშას ააფრიალებს, როდესაც წითელი არმიის გუნდი ევროლიგის ჩემპიონი გახდება. პარადოქსია ეს ყველაფერი. ქართველები ძალიან უცნაური ხალხი ვართ. როგორც კარგი, ასევე ცუდი გაგებით. როგორ შეიძლება ასეთი ორმაგი სტანდარტები იყოს. რუსეთის ჰიმნზე უნდა გაიჭიმოს. არ მესმის და ვერასდროს გავიგებ. თუმცა, რა თქმა უნდა, კოლაბორაციონიზმი ბევრჯერ შემიმჩნევია ჩვენი მომღერლებისთვის. იგივე პაატა ბურჭულაძე. მომღერლებს, რომელსაც დიდი არჩევანი აქვთ, რატომღაც უმღერიან პუტინს. როცა დიდი სპორტსმენი ხარ, ასეთი კოლაბორაციონიზმი ძალიან ცუდი მაგალითია.
ამ დროშას დააკლეს გიორგი ანწუხელიძე რუსებმა. მან ქართულ დროშას შეურაცხყოფა არ მიაყენა. ამ დროშას აფრიალებ პუტინის წინაშე?

მანუჩარ მარკოიშვილიც თამაშობდა ცსკა-ში, მაგრამ ასე არავის გაუკრიტიკებია.
შენგელია კაპიტანია და უფრო სახელოვანია. მარკოიშვილი კარგი მოთამაშეა, მაგრამ შენგელია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ მარადონას რომ ეთამაშა ფოლკლენდის პერიოდში “ჩელსიში” (ფოლკლენდის ომი – დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის, ფოლკლენდის კუნძულების გამო 1982 წლის მარტიდან ივნისამდე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი – რედ). მარადონა ამ შემთხვევაში არგენტინას განასახიერებდა. შენგელია, რომელიც „ბასკონიაში“ თამაშობდა, განასახიერებდა საქართველოს სახეს. გულწრფელად ვწუხვარ. მისი საქციელი აკნინებს და ამცირებს განსაკუთრებით ახალგაზრდებში სპორტსმენებს. იდეალებწართმეული სპორტსმენი ძალიან საშიშია და ის შეიძლება ძალიან ცუდად იქნას გამოყენებული. ადამიანს იდეალების გარეშე შეიძლება ძალიან ბევრი შეცდომა ჩაადენინო. ესაა ჩვენი პრობლემა, რომ იდეალებდაკარგული ქვეყანა ვართ. და კუნთმაგარი სპორტსმენი თავის კუნთს მხოლოდ ვიღაცის ჭკუით გამოიყენებს. შენგელიას ვერცერთ სპორტსმენს ვერ შევადარებ, ისევე როგორც ბევრი მომღერალია რუსეთში ქართველი და მე პაატა ბურჭულაძე ვახსენე. როცა დიდი ხარ, მით უფრო დიდია პასუხისმგებლობა. პატარა ერი ვართ და მას ბევრად მეტი პასუხისმგებლობა აქვს. არ ეპატიება ეს საქციელი. ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდა“, – განაცხადა გია ბუღაძემ.

 

მე ნამდვილად არ გავხდებოდი რუსეთის არმიის კლუბის წევრი

მწერალმა დათო ტურაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, თორნიკე შენგელიას არ იცნობს და ვერ იტყვის მომავალში ინანებს თუ არა გადაწყვეტილებას.

„ნამდვილად ვერ გეტყვით თორნიკე შენგელია ინანებს თუ არა ამ არჩევანთან დაკავშირებით (სამწუხაროდ, საერთოდ არ ვიცნობ მას) და ნებისმიერი ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერ არჩევანთან დაკავშირებით, მაგრამ მე ნამდვილად არ გავხდებოდი რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის წევრი“, – გვითხრა მწერალმა.

 

მისი მტრად გამოცხადება არის სისულელე

რეჟისორი ქეთი დოლიძე კი ფიქრობს, რომ თორნიკე შენგელია არჩევანში თავისუფალი უნდა იყოს და კრიტიკა ამ შემთხვევაში უადგილოა.

„სპორტსმენს თავად შეუძლია გააკეთოს არჩევანი და გადაწყვიტოს სად ითამაშოს და როგორ ითამაშოს. თუ გადავხედავთ, საქართველოში რამდენი კომპანიაა რუსული კომპანიების ხელში, თორნიკეს არჩევანი სასაცილოს მოგვეჩვენება. მისი მტრად გამოცხადება არის აბსოლუტური სისულელე. გადახედეთ, რამდენი კომპანიაა ჩვენთან რუსეთზე მიბმული ეკონომიკურად და მერე მერე ვისაუბროთ თორნიკეს არჩევანზე. სჯობს დავანებოთ თავი მის კრიტიკას. სირცხვილია უბრალოდ. ნახევარი კომპანიები საქართველოში რუსეთის ხელშია და რაზე მელაპარაკებით?“ – განაცხადა რეჟისორმა.

 

მეამაყები: თორნიკე შენგელიას მეუღლის პირველი კომენტარი

“ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით, ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ” – საქართველოს კაპიტანი მოსკოვმა 6 მილიონად იყიდა

თორნიკე შენგელია: “თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს… ეს ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია”

„6 მილიონს წამოიღებს და წამოვა” – გიორგი ჯანელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები