LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იცნობდეთ ამ ხალხს” – მოქალაქეები დიდ დიღომში აფეთქებისას დაზარალებულების დახმარების მზადყოფნას გამოთქვამენ

BeFunky-collage (3) (1)

თბილისში, დიდ დიღომში დღეს მომხდარმა ტრაგედიამ სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გააერთიანა. არაერთი მოქალაქე სხვადასხვა ჯგუფებში დაზარალებული ადამიანების დახმარების სურვილს და მზადყოფნას გამოთქვამს. ვრცელდება შესაბამისი პოსტები.

“თუ პატარები შეშინებულები არიან , არ ვკეტავთ მაღაზიას, მოიყვანეთ ბუშტებს ვაჩუქებთ, გავართობთ”

“კორპუსთან ვარ პირველადი დახმარების ყუთით და წყლით, ვინმეს რაიმე დახმარება თუ გჭირდებათ დამიკავშირდით”

“თუ ვინმეს ღამის გასათევი ან რაიმე დახმარება სჭირდება, დამიკავშირდით”

“ახლოს ვცხოვრობთ, თუ გჭირდებათ ღამის გათევა”- წერენ მოქალაქეები

 

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

შეგახსენებთ,აფეთქება დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე 20:30 წუთზე მოხდა. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვნის. დაშავებულია 6 ადამიანი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები