LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალთან კამათს აზრი არ აქვს, რადგან მისი გადარწმუნება უბრალოდ შეუძლებელია“ – ჯეკ ნიკოლსონის ცნობილი გამონათქვამები

12274
ძალიან დიდი დროა საჭირო კარგი რეპუტაციის შესაქმნელად და რამდენიმე წუთიც საკმარისოა მის დასანგრევად

„არ მიყვარს რჩევების მიცემა და არასდროს ვუსმენ სხვის რჩევას“, – ამბობს 82 წლის ჯეკ ნიკოლსონი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ცხოვრების წესით ცხოვრობს.

fortuna.ge გთავაზობთ ჯეკ ნიკოლსონის ცნობილ გამონათქვამებს:

ცხოვრება 

ვფიქრობ, ძალიან ცოტას ესმის მოგზაურობის აზრი. ადამიანები თითქოს ქვეყნიდან ქვეყანაში ხეტიალსა და იმ უაზრო ფოტოების გადაღებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, რომლებიც მათ გარდა არავის სჭირდება. სინამდვილეში, სამყარო ერთია და სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან თან მიგაქვს.

ძალიან მიყვარს საუბარი, სხვა ადამაინების მოსმენა და აზრის შეცვლაც შემიძლია, თუ ვინმე შეძლებს ჩემს გადარწმუნებას.

მზის სათვალეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით ვატარებ, თუმცა ძალიან მოსახერხებელია, რადგან ძალიან არ მსიამოვნებს იმ ადამიანების თვალებში ყურება, ვინც ჩემს ცხოვრებაში ცდილობს ჩახედვას.

სპორტის საუკეთესო სახეობა – კალათბურთია, თუმცა თვითონ ნაკლებად გამომდის თამაში. სხვათაშორის, პრესაშიც მხოლოდ სპორტულ გვერდებს ვეცნობი. ვფიქრობ, ბერძნებმა სპორტი ფილოსოფიის საპირწონედ გამოიგონეს, რადგან ფილოსოფიისგან განსხვავებით სპორტში აბსოლუტური წესები მოქმედებს და ადგილი არ რჩება ეჭვებისთვის.

ნებისმიერი ომი ადამიანთა უპასუხისმგებლობას აღრმავებს, რადგან იმედგაცრუებულები   ყოველთვის თავს არიდებენ საკუთარ მარცხზე პასუხისმგებლობის აღებას და ყველაფერის სხვისთვის გადაბრალებას ცდილობენ.

ბავშვის დაბადება მშობელის ცხოვრებას სრულფასოვნად აქცევს და იმ მნიშვნელობას ანიჭებს, რომლის გარეშე ცხოვრება მხოლოდ არსებობაა. ვფიქრობ, კარგი მამა ვარ, რადგან ყოველთვის შემიძლია შვილების მხარდაჭერა, ჩემი სიყვარული კი, არაფერი ღირს. ვცდილობ, ბავშვებს შელამაზების გარეშე ვაჩვენო სამყარო, ავუხსნა, რომ იყო ბედნიერი აბსოლუტურად ნორმალიურია  და აბსოლუტურად არაა საჭირო მუდმივად პრობლემების შექმნა და მხოლოდ მათი დაძლევით ბედნიერების მოპოვება.

მაშინ ვისწავლე ცხოვრება, როცა ჯერ კიდევ მოზარდი, პლაჟზე ვთამაშობდი აზარტულ თამაშებს.

მე ყოველთვის სიამოვნებას ვეძებ ცხოვრებაში და ჩემი დევიზიც სწორედ ესაა: „იცხოვრე სიამოვნებით!“

ვაღიარებ, რომ ბევრი რამე არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე, რადგან ხშირად კარგის ძებნაში ძალიან ცუდს პოულობ, ამიტომ აქცენტს ყოველთვის კარგად ნაცნობსა და აუცილებლად პოზიტიურზე ვაკეთებ.

დაცემა ყოველთვის მტკივნეულია, თუმცა დაცემის შიშით ფრენაზე უარს მხოლოდ მშიშრები ამბობენ!

დიდ ყურადღებას ვაქცევ კარგი ტონის წესებს – არ მიყვარს ერთი ოთახიდან მეორეში ყვირილი, დაკაკუნების გარეშე შესვლა და ყოველთვის სიამოვნებით ვუთმობ გზას ქალბატონს. ვფიქრობ, ამგვარი მარტივი წესების მთავარი მიზანი ცხოვრების გაუმჯობესებაა, რადგან შეუძლებელია მუდმივი ომით ცხოვრება, ასე კი, ყოველთვის შეგვიძლია ურთიერთპატივისცემის გამოხატვა.

დიდხანს მეშინოდა მარტო დარჩენის, ახლაც ხშირად მიჩნდება ვინმესთან დალაპარაკების სურვილი, თუმცა ძალიან მომწონს მარტო ყოფნა. ჩემი აზრით, მარტობაა – ძალიან დიდი ფუფუნებაა!

ქალთან კამათს აზრი არ აქვს, რადგან მისი გადარწმუნება უბრალოდ შეუძლებელია.

ყოველთვის შეგნებულად ვუწევ წინააღმდეგობას საზოგადოებრივ აზრს, რადგან უშუალოდ, სხვების მიერ თავსმოხვეული „მოდის“ და შეზღუდვების გარეშე მირჩევნია ცხოვრება.

მსოფლიოს ყოველთვის მატყუარები მართავენ, თუმცა ამაზე დაფიქრება არავის არ უნდა.

კარიერა 

11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დიდხანს ვიყავი ჩუმად და როცა ყველა მოსაზრება გამოითქვა, ყველამ თამამად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ დრო მოვიდა საქმეში მასხარა ჩაბმულიყო. სწორედ ამიტომ დავუთმე რამდენიმე წელი კომედიურ ფილმებში მონაწილეობას.

ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი „ჯოკერით“ (როლი ფილმიდან „ბეტმენი), რომელიც ჩემთვის პოპ-არტის საუკეთესო ნამუშევარია.

ბოლო დროს ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ ერთ დროს ყველაზე მნიშვნელოვან „სახის შექმნას“. დღეს ძალიან სასაცილოდ მეჩვენება პერსონაჟის ხასიათის ან გარეგნობის ძირითადი თვისებების ხაზგასმა, რადგან ვფიქრობ, მთავარი გრძნობაა. პირადად მე, ყველა როლს ავტობიოგრაფიულად ვიდგები და გამოცდილებასაც რეალური ცხივრებიდან ვსესხულობ.

იყო კარგი მსახიობი – ძალიან რთული და ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რადგან ყოველთვის როცა სამონტაჟო სტუდიაში შედიხარ და საკუთარი შრომის შედეგს უყურებ, როგორც არ უნდა გაქებდნენ, მაინც იმედგაცრუება გეუფლება, რადგან ხვდები, რომ შენმა მონდომებამ აბსოლუტურად არ გაამართლა.

ცნობილი გამონათქვამები