LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იცი, რომ სააკაშვილი განქორწინებულია? – ლიზა იასკო სანდრა რულოვსზე დასმულ კითხვებს პასუხობს

159527
liza da sandra

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ ქართული პოლიტიკის ამინდი შეცვალა.

დაკავების კადრების შემდეგ, საზოგადოების ყურადღება არანაკლებ დაიმსახურა ვიდეომ, სადაც ექსპრეზიდენტი ამხელს, რომ დაოჯახდა და ლიზა იასკოსთან ერთადაა.

ვიდეო: დავოჯახდით. ჩვენ ვართ ერთად – მიხეილ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ბევრი გააოცა, რადგან სააკაშვილი სულ რამდენიმე კვირის წინ, სანდრა რულოვსთან და შვილთან, ნიკოლოზთან ერთად საბერძნეთში ისვენებდა.

ფოტო: მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად საბერძნეთში ისვენებს

აღნიშნულ თემაზე ბევრს წერს როგორც რუსული, ასევე უკრაინული მედია.

რატომ დაშორდნენ მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო რამდენიმე თვის წინ – რას წერს წყვილზე რუსული მედია

ამჯერად, ყოფილი დეპუტატი ივანა კლიმპუშ – ცინცაძე დაინტერესდა სააკაშვილის ყოფილი მეუღლით.

მან ლიზას ჰკითხა:

„ლიზა, იცი, რომ სააკაშვილი უკვე განქორწინებულია? ბოდიშს ვიხდი“.

ლიზამ კი უპასუხა, რომ თუ მას რეალურად უკრაინის ბედი და მისი დაცვა აწუხებს, პირადი ამბებით არ უნდა დაინტერესებულიყო.

ჟურნალისტებთან საუბარში ლიზა იასკომ კომენტარი გააკეთა სააკაშვილთან ურთიერთობაზე.

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი კომენტარები მოყვა ამ ყველაფერს. ადრე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ახლა გაჩუმება აღარ შემიძლია. მიშა ორმაგად უნდა დავიცვა – როგორც ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანი და როგორც უკრაინის მოქალაქე.

თუ ვიდეოს კარგად მოუსმენთ, ნახავთ – იქ მიშა ამბობს, რომ მადლობელია ყველასი, ვინც აქამდე მის ცხოვრებაში ყოფილა, მათ შორის ყოფილი მეუღლის. მაგრამ, ახლა რეალობა სხვაა, მე და მიშა ერთად ვართ. დროა წინ წავიდეთ და დანარჩენი უკან მოვიტოვოთ. ეს დიდი ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვართ“,- ამბობს იასკო.

ჟურნალისტის კითხვა – რამდენი ხანია, რაც ის და მიხეილ სააკაშვილი ერთად არიან, იასკომ უპასუხოდ დატოვა.

რას წერს ლიზა იასკო რუსთავის ციხესთან დაგეგმილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე

ვიდეო: როგორ მღერის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე