LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იცავს, თუ არა კანონი სტაჟიორებს

103

არც საჯარო და არც კერძო სექტორს არ აქვს იმის ვალდებულება, რომ სტაჟიორს ხელფასი გადაუხადოს, ამიტომ შრომის კოდექსში საჭიროა შესწორების შეტანა, რადგან გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებას გულისხმობს, მაგრამ არა სტაჟირება. ამის შესახებ ”ფორტუნას” „hr.ge“-ს დირექტორმა ნოდარ შურღაიამ განუცხადა.

მისი თქმით, თუ დამსაქმებელი იყენებს ტერმინს – სტაჟიორი, ასეთ დროს კომპანიას ხელფასის გადახდას ვერავინ მოსთხოვს, ხოლო თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ დასაქმებული კომპანიაში გამოსაცდელი ვადით მუშაობს, დამსაქმებელი კანონის მიხედვით, ვალდებულია, ანაზღაურება გასცეს.

„რა შეეხება სტაჟირების ხანგრძლივობას, ეს თავად სტაჟიორზეა დამოკიდებული. ის თუ ფიქრობს, რომ პროფესიული თვალსაზრისით ბევრი რამ ისწავლა, მან თავად უნდა მიმართოს იმავე, ან სხვა ორგანიზაციას ანაზღაურებადი სამსახურის შესახებ,“- განაცხადა შურღაიამ.

როგორც ეკონომისტები ამბობენ, აუნაზღაურებელი სტაჟირების საკითხი უკვე წლებია ქართული რეალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. სტაჟირება სრულიად შესაძლებელია 3 ან 4 წელს გაგრძელდეს. დასაქმებულს შანსს აძლევს ელოდოს, როდის წავა რომელიმე თანამშრომელი სამსახურიდან, რომ მისი ადგილი დაიკავოს. სრულიად მოსალოდნელია, რომ დამსაქმებელმა, მიუხედავად კანონისა, სამუშაოს შესრულებაში ერთი თეთრიც კი არ გადაიხადოს.

შრომის კოდექსის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, სტაჟიორს ხელფასი გადაუხადოს, თუმცა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი ამ საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები