LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაშვილის კლინიკაში „მის სინდრომის“ მქონე 12 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 რეანიმაციაშია – კორონავირუსის შემდგომი გართულება საქართველოში 60 ბავშვს დაუდგინდა

116
ბავშვი ავადაა

კოვიდ 19-ის შემდგომი საშიში დაავადება – „მის სინდრომი”  საქართველოში პირველად 2 ნოემბერს დაფიქსირდა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში „მის სინდრომის” უკვე ათეულობით შემთხვევაა გამოვლენილი.

„მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენციაზე ივანე ჩხაიძემ დაავადებაზე დეტალურად ისაუბრა:

„მულტისისტემური ანთებითი სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს კორონავირუსის მიმდინარეობის მწვავე პერიოდში. მაგრამ შემთხვევების უმეტესობა ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კირის შემდეგ“, – აცხადებს პროფესორი.

„მის სინდრომის“ შემთხვევა პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, როდესაც “კოვიდ-19”-ის გადატანიდან რამდენიმე კვირაში ბავშვებში გამოვლინდა მძიმე დაავადება.

დაავადების პროცესში ჩართული იყო რამდენიმე ორგანო. მოგვიანებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებას მულტისისტემური ანთებითი სინდრომი უწოდა.

„სინდრომის განვითარების მექანიზმი საბოლოოდ დადგენილი არაა, თუმცა მიიჩნევა, რომ ეს არ არის ვირუსით განპირობებული. მიიჩნევენ, რომ ეს არის გამოწვეული ვირუსის ზემოქმედების შედეგად, იმუნური სისტემის პასუხი. შესაბამისად, კლინიკური სურათი კოვიდის გადატანიდან რამდენიმე კვირაში არის ვლინდება“, – ამბობს ჩხაიძე.

პაციენტების უმეტესობა „მის სინდრომის“ დადგენის შემდეგ იგებს, რომ  კორონავირუსი უსიმპტომოდ ჰქონდა გადატანილი.

„უმეტეს შემთვევაში ჩატარებული ანტისხეულების ტესტი უჩვენებს, რომ პაციენტს გადატანილი აქვს კორონავირუსი“. – განაცხადა ჩხაიძემ.

პროფესორი განმარტავს, რა განსხვავებაა კორონავირუსსა და „მის სინდრომს“ შორის.

„ცნობილია, რომ კორონავირუსი ბავშვებში ხშირად მსუბუქად და უსიმპტომოდ მიმდიანრეობს და არ გამოირჩევა მაღალი ლეტარობით. „მის სინდრომი“ კი პირიქით, ყოველთვის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ამ ბავშვების მართვა უნდა მოხდეს მულტიპროფილურ სტაციონარში და დაავადების პროფილაქტიკაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არა მხოლოდ პედიატრი, არამედ ნევროლოგი, ვინაიდან აზიანებს ნერვულ სისტემასაც, ნეფროლოგი, იმიტომ რომ შეიძლება საშარდე სისტემა დაზიანდეს. ასევე მკურნალობაში ჩართული უნდა იყოს კარდიოლოგი, პულმონოლოგი და ა.შ.“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, საქართველოში დაავადების პირველი შემთხვევა იაშვილის კლინიკაში დაფიქსირდა.

„2 ნოემბერს საქართველოში „მის სინდრომის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევა დადასტურდა როგორც კლინიკურად, ასევე ლაბორატორიულად. ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ დაავადების რაოდენობა პირდაპირ უკავშირდება კორონავირუსის მაჩვენებელს. ჩვენთან კორონავირუსის პიკი იყო ნოემბერ-დეკემბერში, შესაბამისად იანვარში ამ სინდრომით ბევრი ბავშვი იქნება ჰოსპიტალიზებული. ასე მოხდა სხვა ქვეყნებში და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. 

ამჟამად იაშვილის კლინიკაში „მის სინდრომის“ მქონე 12 პაციენტი მკურნალობს და  7 არის ბოლო ორი დღის შემოსული. მათგან 2 მოთავსდა რეანიმაციაში“, – ამბობს პროფესორი.

ჩხაიძემ ასევე ისაუბრა, რომ „მის სინდრომით“ დაავადებული  რამდენიმე პაციენტი მდგომარეობა მძიმე იყო.

„საქართველოში კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ამ სინდრომით 6 მძიმე პაციენტი იყო ჰოსპიტალიზებული და ყველა მათგანთან მკურნალობის შემდეგ კარგი შედეგი მივიღეთ. მათი ნაწილი ბინაზე გაეწერა, რამდენიმე კლინიკაში აგრძელებს მკუნალობას.

მაგრამ თუ კორონავირუსის ლეტარობის მაჩვენებელი ბავშვებში არის 0,01 % აქ მაჩვენებელი იმ მონაცემებე დაყრდნობით, რაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია ჩატარებული, 1,6 – 2 % შეიძლება იყოს. ამიტომ ამ სინდრომის დროს ლეტარობა მოსალოდნელია“, – ამბობს ჩხაიძე.

პროფესორი აცხადებს, რომ განკურებულ პაციენტებზე დაკვირვება ერთი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს.

„მკურნალობის ხანგრძლივობა განსხვავებულია. რადგან მხოლოდ სტაციონარში მკურნალობით არ სრულდება. სტაციონარიდან გაწერის შემდგომ ბავშვები მკურნალობას  ბინაზე აგრძელებენ. დაავადების მართვის აუცილებელი კომპონენტია ჰორმონოთერაპია. ბინაზე მკურნალობის გაგრძელების ხანგრძლივობა 3-4 კვირაა. ბავშვები საჭიროებენ დეტალურ მეთვალყურეობას.

თუ მკურნალობის დროს გული დაზიანდა, რაც პაციენტების 60% პროცენტში დაფიქსირდა, მათზე მეთვალყურეობა, შეიძლება ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდეს“. – აცხადებს ჩხაიძე.

საქართველოში ამ სინდრომის 60 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 51 იაშვილის კლინიკაში დაფიქსირდა. ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ ეს ციფრი გაიზრდება.

ჩხაიძემ  „მის სინდრომის“ სიმპტომებზეც ისაუბრა:

ტემპერატურის მატება, როდესაც ბავშვს აქვს 38 და მეტი ტემპერატურა.

  • „მის სინდრომის“ შემთვევაში ტემპერატურის მატების ხანგრძლივობა 3-დან 5 დღემდეა, რის შემდეგაც პროცესში სხვა ორგანოებიც ერთვება.  
  • ყველაზე ხშირად ზიანდება კუჭ-ნაწლავის სისტემა, რაც გამოიხატება ღებინებასა და მუცლის ტკივილში.  
  • მუცლის ტკივილის იმდენად მძიმე შემთხვევებია აღწერილი, რომელიც აპენდიციტის შეტევის დროს ტკივილს ადარებენ ხოლმე.  
  • ხშირად ზიანდება კანი.
  • კანზე გამონაყარი ძალიან ტიპიურია. 
  • ხდება ხელებისა და ფეხების შეშუპება.
  • კონიუქტივიტი.

აუცილებელი არაა, ყველა სისტემა დაზიანდეს, მაგრამ მინიმუმ ორი სისტემა ამ სინდრომის დადგენის შემდეგ ორგანიზმში ზიანდება.

ზოგადად მსოფლიოში „მის სინდრომით“ დაავადებული ბავშვების საშუალო ასაკი არის 6-დან 11 წლამდე.  ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში „მის სინდრომით“ დაავადებული ბავშვი ყველაზე დიდი 14 წლისაა, ყველაზე მცირე კი ერთი წლისაა.

ლეტალობა „მის სინდრომის“ პაციენტებში საქართველოში არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ვაქცინების შესწავლა პედიატრიულ პაციენტებზე არ მომხდარა და არც უახლოეს პერიოდში იგეგმება , ასე რომ ბავშვებში ვაქცინის გამოყენების საკითხი, გრიპის ვაქცინისგან განსხვავებით, არ დგას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები