LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 37-ს მიაღწია (ვიდეო)

176
773x435-nbc-191012-japan-asia-typhoon-kf-10p-3245430486afa8b88079a357ef81fca6

იაპონიაში ტაიფუნ “ჰაგიბისის” შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა მოსაძებნად ათასობით პოლიციელი, მეხანძრე, სანაპირო დაცვა და სამხედრო მუშაობს. მომაკვდინებელმა ტაიფუნმა ქვეყნის 8 პრეფექტურა დაზარალა, დახლოებით 92 ათასი ოჯახია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე, ხოლო წყლის გარეშე 120 ათასი.  სტიქიის გამო რაგბის  მსოფლიო ჩემპიონატის სამი მატჩი გაუქმდა. “ჰაგიბისი”, იაპონიაში ათწლეულობის განმავლობაში ყველაზე საშინელი ქარიშხალია.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ქვეყნის მასშტაბით 110 ათასი ადამიანია ჩართული. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ამ დროისთვის ტაიფუნი მნიშვნელოვნად შესუსტებულია.

 

ტაიფუნი იაპონიაში – დაიღუპა 2, დაშავდა 127

დაიტბორა აგრეთვე ნაგანოს მატარებლის საცავი, სადაც 30 მილიონი დოლარის ღირებულების 10 მაღალსიჩქარიანი მატარებელი განადგურდა.

ევაკუაციის რეკომენდაცია 7 მილიონამდე მოქალაქეს მისცეს, თუმცა თავშესაფარს მხოლოდ 50 ათასმა ადამიანმა შეაფარა თავი. ყველაზე ნაკლებად ტოკიო დაზარალდა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით სხვა ქალაქები სტიქიამ მთლიანად გაანადგურა.

იაპონიას ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება – კუნძულ კიუსიუსსა და ხონსიუსზე ევაკუციაა გამოცხადებული

ამ დროისთვის დაკარგულად 20 ადამიანი ითვლება.

გასულ თვეში იაპონიაში ტაიფუნმა “ფაქსიმ” 30 000 სახლი დააზიანა, რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები