LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში ჩასულ ტურისტებს ფულს გადაუხდიან

217
tchaponian-zbosashrjiknerin-kv-n179839-1

იაპონიის მთავრობამ პანდემიის გამო რთულ სიტუაციაში აღმოჩენილი ტურისტული სექტორის დახმარება გადაწყვიტა და ტურისტების მოსაზიდად ვაუჩერების სისტემა შემოიღო. თითოეული ვიზიტორი დღეში 185 დოლარს მიიღებს და ამ თანხის გამოყენება კაფეებში, ბარებში, რესტორნებსა და მაღაზიებში იქნება შესაძლებელი. ფაქტობრივად, ეს თანხა ტურისტის დღიური ხარჯის ნახევარს მაინც შეადგენს.

მოგზაურების დაბრუნდების პროგრამისთვის მთავრობამ 12,5 მილიარდი დოლარი გამოყო. ექსპერტთა ვარაუდით, იაპონიამ სიცილიის მაგალითს მიბაძა და ტურიზმის სექტორის დახმარებას უცხოელი ტურისტების წახალისებით ცდილობს. შეგახსენებთ, რომ იტალიური დანიშნულება ვიზიტორებს სასტუმროს ხარჯის ანაზღაურებით და სხვა შეღავათებით იზიდავს.

პროგრამა სავარაუდოდ ივლისიდან დაიწყება, რადგან ქვეყანაში COVID-19–ის აქტიური შემთხვევები თითქმის აღარ ფიქსირდება. იაპონიამ ვირუსთან ბრძოლაში წარმატებას სწრაფი რეაგირების დამსახურებით მიაღწია. საზღვრები ჩაკეტა, კარანტინი გამოაცხადა და მკაცრი კონტროლი დაიწყო.

რაც შეეხება ტურიზმის წახალისებას, იაპონელებს მსგავსი გამოცდილება ადრეც ქონდათ. მაგალითად, გასული დეკემბრის თვეში ნაციონალურმა ავიახაზებმა 100 000–მდე შიდა რეისის ბილეთი გასცა, რათა ადგილობრივებს საკუთარი ქვეყნის უკეთ დათვალიერება შესძლებოდათ. პროგრამა ძალიან წარმატებული გამოვიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები