LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარ-აგვისტოში საქართველოს 6 მილიონზე მეტი მოგზაური ეწვია

81
turists

2019 წლის აგვისტოში საქართველოში 1,358,598 საერთაშორისო  მოგზაურთა ვიზიტი შედგა,  ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  753,648 შეადგინა, რაც 16,599 -ით მეტია 2018 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +2.3%).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +43.7%, გაერთიანებული სამეფო +32.5%, პოლონეთი +31.6%, გერმანია +27.1%, საფრანგეთი +23.1%,  და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +87.2%, ყირგიზეთი +63.3%, ყაზახეთი +53.4%, ჩინეთი +34.3%, საუდის არაბეთი +31.5% და სხვა.

შემოდგომაზე სანახავი საქართველო - 5 ჯადოსნური ადგილი, რომელიც ამ სეზონზე უნდა ნახოთ

შემოდგომა ამა თუ იმ ტურისტულ დანიშნულებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს

რაც შეეხება 2019 წლის იანვარაგვისტოს  პერიოდს, საქართველოში 6,320,516 საერთაშორისო  მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.2%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  3,451,272 შეადგინა, რაც 215,472-ით მეტია 2018 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +6.7%).

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+14.6%), აზერბაიჯანიდან (+7.1%), სომხეთიდან (+3.3%) და თურქეთიდან (+1%) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +37.4%, ლატვია +28.1%, პოლონეთი +28%, გაერთიანებული სამეფო +26%, საფრანგეთი +24.7%, ნიდერლანდები +23.5% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +141.7%, ყირგიზეთი +94.9%, ყაზახეთი +53.9%, ჩინეთი +48.6%, საუდის არაბეთი +44.6%, ქუვეითი +33.2% და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები