LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იან კელი საქართველოს, ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო, სამძიმარს უცხადებს

121

საქართველოში აშშ-ის ელჩი, იან კელი,  საქართველოს, ავღანეთში ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო, სამძიმარს უცხადებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ელჩმა თავდაცვის მინისტრს ტელეფონით ესაუბრა და განაცხადა, რომ ის მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს.

ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორიაც.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ  II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო. უმცროსი სერჟანტი გუშინ საღამოს ავღანეთის რესპუბლიკაში ბატალიონის ოცეულის ფარგლებში ამერიკელ და ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ახორციელებდა პატრულირებას, რა დროსაც ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა ტერორისტული აქტი. გვყავს ასევე სამი სამხედრო მოსამსახურე დაჭრილი. ორი მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ხოლო მესამე სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა ბაგრამის ჰოსპიტალში ყველაფერი კეთდება, რათა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩვენ  ამ მძიმე წუთებში  ვდგავართ დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის გვერდით და გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას“,  – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.