LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოსნი მუბარაქი გარდაიცვალა

325
Capture

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უკანასკნელი თვე მუბარაქმა ქაიროში, ერთ-ერთ კლინიკაში გაატარა.

რამდენიმე დღის წინ მისმა შვილმა, ალი მუბარაქმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეგვიპტელებს სთხოვდა, მამამისისთვის ელოცათ.

ჰოსნი მუბარაქი ეგვიპტეს 1981-2011 წლებში მართავდა. 2011 წელს ანტისახელმწიფოებრივი საპროტესტო ტალღის გამო გადადგა. მუბარაქის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე იყო აღძრული. ბრალად კორუფცია და დემონსტრანტების მკვლელობა ედებოდა.
2012 წლის 2 ივნისს ქაიროს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. მუბარაქი 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. 2017 წლის 2 მარტს ეგვიპტის სააპელაციო სასამართლომ მუბარაქს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

უკანასკნელი წლები მუბარაქმა ოჯახურ გარემოცვაში გაატარა და პრესასთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები