LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰონგ კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წლის ბოლომდე ამოქმედდება

139

მოხარული ვარ, რომ „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ სამიტის ფარგლებში საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ჰონგ კონგში, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც არველაძემ აღნიშნა, ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე წლის ბოლომდე შევა.

„მოხარული ვარ, რომ „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ სამიტის ფარგლებში საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა. ნება მომეცით მადლობა გადავუხადო ჰონგ კონგის მხარეს წარმატებული მოლაპარაკებისთვის, რომელიც ძალიან მოკლე პერიოდში დავასრულეთ. როგორც საქართველო, ისე ჰონგ კონგი ღია ეკონომიკის სიკეთით სარგებლობს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრი საკითხი ერთნაირად გვესმის, რის შედეგადაც ჩვენს შორის შეთანხმება ძლიან მოკლე დროში მოხდა. ასევე ძალიან მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე წლის ბოლომდე შევა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად დავასრულოთ ყველა შიდა პროცედურა, რათა ჩვენს მწარმოებლებს, ჩვენს ექსპორტიორებს რაც შეიძლება სწრაფად მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ ამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით. ეს ხელშეკრულება იქნება საშუალება ჩვენი მეწარმეებისთვის, გამოიყენონ ყველა ის უპირატესობა, რაც ამ შეთანხმებას მოაქვს მათთვის“, – განაცხადა არველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები