LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰონგ-კონგში ჩინეთის ჰიმნის შეურაცხყოფა დასჯადი ხდება

139
602x338-cmsv2-850aaf61-abea-51f6-80de-ed11d6f59249-4724008

ჰონგ-კონგში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ჩინეთის ჰიმნის უპატივცემლობა დასჯადი ხდება.

ჰონგ-კონგის დემოკრატი კანონდებლები გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდნენ, პარლამენტში შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ საბოლოოდ ქალაქის მთავრობამ კანონპროექტი მიიღო.

ამით პეკინის გავლენა ჰონგ-კონგზე კიდევ უფრო გაიზარდა. 

ვინც ჰიმნს შეურაცხყოფს 5 450 დოლარის ოდენობის ჯარიმა ან 3 წლამდე პატიმრობა დაემუქრება. დღეიდან ჰონგ-კონგის დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩინეთის ჰიმნის სწავლა სავალდებულო ხდება, ბავშვებმა ასევე უნდა იცოდნენ მისი ისტორია და ეტიკეტი.

გასულ თვეებში, საფეხბურთო მატჩებზე გულშემატკივრებმა არაერთხელ დაგმეს ჩინეთის ჰიმნი და მის ნაცვლად ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული აქციების ჰიმნი “დიდება ჰონგ-კონგს” იმღერეს.

ცნობისათვის, ჰონკ-კონგი ფორმალურად ბრიტანეთის კოლონიაა. ჩინეთის ხელისუფლების ქვეშ 1997 წელს დაბრუნდა, შეთანხმებით „ერთი ქვეყანა ორი სისტემა“. შეთანხმების მიხედვით, ქალაქის ავტონომია ანუ მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი 2047 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები