ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „ფორსაჟი 9“ ეპიზოდის გადაღება 19 აგვისტოს დაიწყება და  20 სექტემბერს დასრულდება.ქვეყანას ორასამდე ჰოლივუდელი სტუმარი ეწვევა, გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია.საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული.

გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში, კერძოდ, გადაღება განხორციელდება

  • რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე
  • თავისუფლების მოედანზე
  • პუშკინის
  • ბესარიონ ჟღენტის
  • ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორიაზე.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში.

საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს FF9“ უზრუნველყოფს.

Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) პოპულარული ბლოგბასტერის მეცხრე ფილმი იქნება. დღემდე არსებული ფილმების შემოსავალი 5 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ფილმებში მთავარ როლებს ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, იორდანა ბრიუსტერი, ტაირი გიბსონი, კრის ბრიჯისი, ნატალი რამსი, ჩარლიზ ტერონი, ჰელენ მირენი და ჯონ სენა ასრულებენ“, – აღნიშნულია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები