LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარვარდის უნივერსიტეტის 104 წლის მეცნიერი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოდ ვარჯიშს მიიჩნევს

175
exrrr

ჰარვადის 104 წლის პროფესორმა, რომელიც უკვე პენსიაზეა გასული, ხანდაზმულობის საიდუმლო გაამხილა. რუთი კუნდსინი 93 წლის იყო როდესაც ვარჯიში დაიწყო და ჯანმრთელობას სწორედ ამ ფაქტს უმადლის.

რუთი 1961 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. ბოსტონის უნივერსიტეტი დაამთავრა და დოქტორანტურაში სწავლა ჰარვარდში განაგრძო. ის იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, ვინც ჰარვარდის უნივერსიტეტში პროფესორის სტატუსი მიიღო. პროფესორობასთან ერთად ის პრაქტიკოსი ექიმი ეპიდემიოლოგიც იყო.

რუთმა პენსიაზე გასვლა 81 წლის ასაკში გადაწყვიტა. 93 წლისამ კი პირადი მწვრთნელი აიყვანა და აქტიური ვარჯიში დაიწყო. 100 წელს გადაცილებულმა არაჩვეულებრივი რუტინის შენარჩუნება მოახერხა და ვარჯიშებს არასდროს აცდენდა.

პენსიაზე გასულ პროფესორსს 28 ივლისს 104 წელი შეუსრულდა და დარბაზის დატოვება გადაწყვიტა.  „მგონი ძალიან დიდი ვარ. ბევრი ვარჯიშის კეთება მიჭირს.“

რუთის მწვრთნელი 70 წლის დიკ რაიმონდია და მისი აზრით, რუთს არაფერი აქვს სანერვიულო. ვარჯიში არაჩვეულებრივად გამოსდის და მისგან მაგალითის აღება ბევრ ახალგაზრდას შეუძლია.

„დიდი იმედი მაქვს რუთი გადაწვეტილებას შეცვლის და დარბაზს დაუბრუნდება. მას საუკეთესოდ გამოსდის ბალანსის დაცვა და წონებით ვარჯიში“

სხვა სპორტსმენების მსავსად კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის დროს რუთი დარბაზში ვეღარ დადიოდა. ქალს იმდენად გაუჭირდა სპორტული ცხოვრების გარეშე ყოფნა რომ სპეციალური აღჭურვილობა შეიძინა და ფორმას სახლის პირობებში ინარჩუნებდა.

2 შვილის დედა თვლის, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერზე მნიშვნელოვანი ოჯახია.

„ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით, ოჯახის წევრებთან ერთად დაბერება არც თუ ისე ცუდი გრძნობა ყოფილა“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები