LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარიმ და მეგანმა გაზაფხულიდან SussexRoyal-ის ბრენდის გამოყენება უნდა შეწყვიტონ

179
BeFunky-collage (1)

გაზაფხულიდან სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია SussexRoyal-ის ბრენდის გამოყენებას შეწყვეტენ. ამის შესახებ BBC წერს. წყვილმა Sussex Royal-ის ბრენდული ნიშანი გასული წლის ივნისში შეიძინა და ამ სახელს სოციალურ მედიაში, მათ შორის “ინსტაგრამზე”იყენებს .

როგორც წყვილის წარმომადგენელმა აღნიშნა, კანონებიდან გამომდინარე, რომელიც სიტყვა “სამეფოს” გამოყენებას უკავშირდება, მეგანი და ჰარი ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას სასექსის სამეფო ფონდს ვერ დაარქმევენ.

2020 წლის დასაწყისში ჰარიმ და მეგანმა განაცხადეს, რომ სამეფო ვალდებულებებს ჩამოშორდებოდნენ და საკუთარი ფინანსური დამოუკიდებლობისთვის იმუშავებდნენ.

ბუკინგემის სასახლე სრულ მხარდაჭერას უცხადებს პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ახალ გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც ისინი სამეფო ვალდებულებებს ემიჯნებიან.

ელისაბედ მეორე: ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ჩემი ოჯახის უსაყვარლესი წევრები

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია სამეფო უმაღლესობის სტატუსით ვეღარ ისარგებლებენ

ჰარისა და მეგანს სამეფო ვალდებულებები 31 მარტს შეუწყდებათ და ამის შემდეგ ისინი ოფიციალურად ჩამოშორდებიან დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს.