LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჰარი პოტერი სახლში” – ჯოან როულინგმა იზოლაციაში მყოფი ბავშვებისთვის ახალი ვებ-პლატფორმა აამუშავა

599
b506a61e-ddca-4d76-a324-33a655eca4c8-650x410

ინგლისელი მწერალი ჯოან როულინგი სხვების მსგავსად საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაშია. როულინგს განსაკუთრებით კარანტინის დროს სახლებში გამოკეტილი ბავშვების ბედი აწუხებს, რომლებიც დიდი ალბათობით ძალიან მოწყენილები არიან. სწორედ ამიტომ, ჯოანმა მშობლებს და მეურვეებს დახმარება შესთავაზა.

,,ვფიქრობ იმ ადამიანებს, ვინც ბავშვებზე ზრუნავენ, იქნებიან ეს მშობლები, მასწავლებლები თუ მეურვეები, ცოტა მაგია ნამდვილად დასჭირდებათ ამ რთულ დღეებში ბავშვების გასართობად. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ავამოქმედო ახალი ვებ-გვერდი ,,ჰარი პოტერი სახლში“,  – წერს როულინგი საკუთარ ტვიტერზე.

,,ჩვენ მოწყენილობას გაძევების შელოცვით ვებრძვით” – ნათქვამია საიტის მიმართვაში.

და ვინ თქვა, რომ ეს საიტი მოზრდილებისთვისაც არ არის? ნებისმიერი სტუმარი ვებ-გვერდზე არაერთ თემატურ ვიქტორინას, გამოცანას, თავსატეხს და ინტერაქტიულ გამოკითხავს შეხვდება. გარდა ამისა, აპრილში საიტზე უფასოდ იქნება შესაძლებელი წიგნის ,,ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” ჩამოტვირთვა 20-ზე მეტ ენაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები