LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გწამდეთ ღმერთის და არა ჰოროსკოპების”

90

რომის პაპმა მორწმუნეებს ჰოროსკოპების დაჯერებისგან თავის შეკავება სთხოვა. ფრანცისკემ მრევლს წმინდა პეტრეს მოედნიდან მიმართა და მათ მომავალზე ესაუბრა.

პონტიფიკი ფიქრობს, რომ როცა ადამიანები მკითხავებთან ან ასტროლოგებთან მიდიან, საკუთარ თავს ღუპავენ.

“როდესაც ჩვენ არ ვუსმენთ უფლის სიტყვას, მაგრამ ვხელმძღვანელობთ ჰოროსკოპებით და მკითხავებით, ჩვენ ვიწყებთ ჩაძირვას.

უფლისა და მისი სიტყვების რწმენა არ გვიხსნის გზას, სადაც ყველაფერი მარტივი და გასაგებია. ის არ გვარიდებს ცხოვრების ქარიშხლებს”, – განაცხადა პაპმა. 

გარდა ამისა, რომის პაპის ფრანცისკეს თქმით, თანამედროვე იდეოლოგიებისა თუ მოდის აყოლაც არანაკლებ საზიანოა.

პაპი ფიქრობს, რომ ერთადერთი რამ, რაც ადამიანებს ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება, არის ღვთის რწმენა, ამიტომ, მორწმუნეებმა ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზრონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები