LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვყავს პაციენტი, რომელსაც ყოველდღიურად დიდი ძალისხმევით ვაცოცხლებთ – მარინა ენდელაძე

150
1583943004-endeladze

“ერთი პაციენტის სიცოცხლისთვის ვიბრძვით, რომლის მდგომარეობა ძალიან მძიმეა” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პაციენტი ქალბატონია, მრავალი თანმხლები დაავადებით და მისი სიცოცხლის შენარჩუნებსთვის ექიმები ყოველდღიურად იბრძვიან.

“ვფიცავ, დავივიწყო შიში და დაღლა” – ქართველი ექიმების ემოციური მიმართვა

ენდელაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ქალბატონის გარდა ბოქსირებულ განყოფილებაში, სხვა მძიმე პაციენტებიც იმყოფებიან.

“კიდევ არიან სხვა მძიმე პაციენტები პნევმონიით, სეფსისით. ახლა უფრო მეტი მძიმე პაციენტი გვყავს და არა მარტო ხანდაზმულები, ახალგაზრდებიც”, – აღნიშნავს ის.

მარიან ენდელაძე ასევე აცხადებს, რომ ვირუსი შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმში 2-დან 6 კვირამდე ცირკულირებდეს. მისი თქმით, მათ კლინიკაში ერთ-ერთ პაციენტს კორონავირუსი ერთი თვეა არ გაუქრა.

ორსულების მდგომარეობა ყველაზე კარგია – ლევან რატიანი

 

პოპულალურები