LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც ხალხი არ ირჩევს, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლა მაინც უნდა: მაჭარაშვილი

40
გურამ მაჭარაშვილი

“ყველას არ ეხება, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ხალხი არ ირჩევს, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლა მაინც უნდა”, – ამბობს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და სურვილს გამოთქვამს ისეთი ჯანსაღი ოპოზიციის ჩამოყალიბებაზე, რომელიც საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების ნდობას მოიპოვებს.

როგორც გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, ქართულ ოპოზიციაში მოხდა გადანაწილება და დაშლა, დღეს კი ქვეყანას, მინიმუმ, სამ კატეგორიად დაყოფილი ოპოზიცია ჰყავს:

“შემიძლია გულწრფელად გამოვთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ ოპოზიციაში ასეთი ტიპის გადანაწილება და დაშლა მოხდა. გვინდა, როგორმე ჯანსაღი ოპოზიცია ჩამოყალიბდეს, რომელიც ერთი მხრივ, მოიპოვებს საზოგადოების და მეორე მხრივ, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნდობას.

ჩვენ ახლა ვიხილეთ მინიმუმ სამ კატეგორიად დაყოფილი ოპოზიცია, ერთი, რომელმაც თავის დროზე გაბედა, შემოვიდა საქართველოს პარლამენტში და სრულყოფილად მუშაობს, მეორე, რომელიც ნახევრადაა შემოსული პარლამენტში და ხან მუშაობს, ხან – არა და მესამე, რომელიც ქუჩაშია დარჩენილი და პრაქტიკულად, პოლიტიკური მომავლის შანსი აღარ აქვს. ეს ქვეყნისთვის სახარბიელო ნამდვილად არ არის, მაგრამ მათი გადასაწყვეტია, როგორ პოლიტიკურ მომავალს შეიქმნიან.

ასეთი ტიპის ოპოზიცია აგინებს მთელს დასავლეთს და ამერიკას, ასევე აგინებს 2 მილიონზე მეტ ამომრჩეველს, ხმა რატომ არ მისცა. ბუნებრივია, ქართული საზოგადოება მათ ვერასოდეს მოიყვანს ხელისუფლებაში.” – თქვა მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები