LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვიცავს თუ არა ორმაგი ნიღაბი კორონავირუსისგან – კულუმბეგოვის განმარტება

222
კულუმბეგოვს

კორონავირუსისგან თავის დასაცავად ბევრი ორმაგ ნიღაბს იყენებს.  მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ორმაგი ნიღაბი ვირუსისგან ვერ დაგვიცავს. ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

„ორმაგი ნიღბის გამოყენება სასურველი არ არის, არც მარტო ფარის გამოყენებას აქვს აზრი“ – აცხადებს კულუმბეგოვი. 

ის რეკომენდაციას არც ე.წ. „ხუფიან“ პირბადეებს არ უწევს, მისი  თქმით, ასეთმა ნიღაბმა შესაძლოა ვირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

„ე.წ. „ხუფიანი“ პირბადე არ არის ნიღაბი, რომელიც საზოგადეობაში უნდა ატარონ ადამიანებმა. ასეთი პირბადეები უნდა გამოიყენონ ექიმებმა, რომლებიც უვლიან კორონავირუსიან ავადმყოფებს, ფილტრის საშუალებით ამოსუნქთული ჰაერი გარეთ თავისუფლად გადის. ამიტომაც ასეთი ნიღბის ტარებით ადამიანი შეიძლება, ინფექციის გავრცელების წყარო გახდეს“ – განმარტავს კულუმბეგოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები